უძრავი ქონების შეძენა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. თუმცა, ხშირად ფასზე ფიქრისას გვავიწყდება ის ფაქტორი, რომელიც ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ბინის ღირებულებაზე — ლოკაცია.
დღეს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი მრავალფეროვანი და დინამიურად მზარდია. მომხმარებლები არჩევანს აკეთებენ როგორც დედაქალაქში მდებარე ამშენებარე ბინებსა და აპარტამენტებზე, ისე ზღვისპირა კურორტებზე არსებულ კომპლექსებზე. მაგრამ როგორ მოქმედებს კონკრეტული ლოკაცია ფასზე და რა ტენდენციებია ამ მიმართულებით?
ურბანული კომფორტი და მაღალი მოთხოვნა
თბილისი კვლავ რჩება უძრავი ქონების ყველაზე მოთხოვნად ზონად. აქ განსაკუთრებით აქტუალურია ბინები ისეთ უბნებში, როგორიცაა დიდი დიღომში, რომელიც ბოლო წლებში განიხილება როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი უბანი. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სკოლები, კლინიკები და სავაჭრო ცენტრები დიდ დიღომს თბილისურ ცხოვრებაზე გათვითცნობიერებული მყიდველებისთვის მიმზიდველად აქცევს.
სრულიად განსხვავებულ ფასობრივ დინამიკას ვხედავთ აჭარაში. ისეთი ლოკაციები, როგორიცაა ბათუმი, გონიო ან კვარიათი, უკვე წლებია რაც იზიდავს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ მყიდველებს. ბუნებრივია, ბინების ღირებულება მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება იმით, აქვს თუ არა ბინას ზღვის ხედი. მაგალითად, ბათუმში ან მწვანე კონცხზე მდებარე მშენებარე კომპლექსში ბინა ზღვის ხედით გაცილებით ძვირად ფასობს, ვიდრე ანალოგიური მახასიათებლების ბინა ქალაქის შიდა უბანში.
თუ მყიდველს სურს სეზონურად გააქირავოს ბინა ან უბრალოდ ჰქონდეს ადგილი ზაფხულში დასასვენებლად, მაშინ შავი ზღვის პირეთი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია, რომელსაც დასვენებასთან ერთად მაღალი მომგებიანობაც ახლავს.
როგორ ავირჩიოთ იდეალური ლოკაცია?
მყიდველისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება:
ლოკაცია არის ფასის ერთ-ერთი ყველაზე მყარი განმაპირობებელი ფაქტორი უძრავი ქონების ბაზარზე. თბილისისა და ზღვისპირა ქალაქების მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ სწორად შერჩეული ადგილი არა მხოლოდ კომფორტს და უკეთეს საცხოვრებელ გარემოს უზრუნველყოფს, არამედ ფინანსურად მომგებიანი ინვესტიციაც არის. მშენებარე ბინები როგორც დიდ დიღომში, ისე ბათუმში, გვთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს სხვადასხვა ბიუჯეტისა და საჭიროებების მიხედვით.
NS