ავტორი:

ირლანდიის მთავრობა  84 000 ევროს გადაგიხდით ულამაზეს კუნძულზე ცხოვრების სანაცვლოდ - რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ

ირლანდიის მთავრობა  84 000 ევროს გადაგიხდით ულამაზეს კუნძულზე ცხოვრების სანაცვლოდ -  რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ

ირლანდიის მთავრობა ფიზიკურ პირებს 84 000 ევროს (70 000 ფუნტი სტერლინგი) გადაუხდის ქვეყნის ერთ-ერთ შორეულ სანაპირო კუნძულზე ქონების შესაძენად.

  • ეს ინიციატივა, რომელიც "ჩვენი ცოცხალი კუნძულების“ პოლიტიკის ნაწილია, მიზნად ისახავს მოსახლეობის რაოდენობის გაზრდას და ირლანდიის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარე კუნძულებზე ცხოვრების აღორძინებას. 2016 წლის მონაცემებით, ამ კუნძულების საერთო მოსახლეობა მხოლოდ 2,734 ადამიანს შეადგენდა.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კუნძული არანია - ის სამი თვალწარმტაცი კლდოვანი კუნძულისგან შედგება: ინიშმაანი, ინიშირი და ინიშმორი. თითოეულ კუნძულს აქვს უნიკალური მახასიათებელი, რაც მას ინდივიდუალურ ხიბლს სძენს.

შთამბეჭდავი კლდეებიდან და უძველესი ნანგრევებიდან დაწყებული, აყვავებული მწვანე მინდვრებით, ხელუხლებელი პლაჟებითა და სანაპირო ზოლით დამთავრებული,

ეს განსაცვიფრებელი გარემო პოტენციურ მაცხოვრებლებს ქალაქის ცხოვრების აურზაურისგან მოშორებას სთავაზობს.

  • განაცხადის შეტანა ნებისმიერს შეუძლია, ამისთვის ირლანდიის მოქალაქეობა საჭირო არ არის. თუმცა, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი:

მიუხედავად იმისა, რომ "ჩვენი ცოცხალი კუნძულების“ სქემა მიზნად ისახავს მოსახლეობის ზრდის წახალისებას, გეგმა საცხოვრებლისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გულისხმობს.

ამას კი მთავრობა არ აფინანსებს. გრანტზე განაცხადის შეტანა ნებისმიერს შეუძლია - განაცხადის ავტორმა უნდა გაარემონტოს შეძენილი ქონება და იქ მუდმივ ცხოვრებას უნდა გეგმავდეს. შესაძლებელია სახლების გაქირავების მიზნით განახლებაც. გარდა ამისა, მეპატრონემ კუნძულზე 10 წლის განმავლობაში უნდა იცხოვროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობისთვის თანხის დაბრუნება მოუწევს.

წყარო