გარდენ სტეიტის პოლიციის თანამშრომლებმა "პატარა სასტიკი დემონი“ ძაღლი გადაარჩინეს. ასე კი პოლიციელებმა მისი შესახედაობის გამო შეარქვეს.
ნიუ-ჯერსის შტატის პოლიციის Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პოლიციელებმა წყალში უჩვეულო მოძრაობა შენიშნეს. ადგილზე მისულებმა კი რეტ ტერიერი იპოვეს. ძაღლის ფოტოები ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში.

ოსკარს დაღლილობისა და ჰიპოთერმიის საწყისი სტადიის ნიშნები აღენიშნებოდა, ამიტომ პოლიციელებმა ის გააშრეს, გაათბეს და კარტერეტის სადგურში გადაიყვანეს, სადაც განცხადების თანახმად, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.
მეპატრონის ან ახალი ოჯახის გამოჩენამდე ძაღლზე პოლიციელი იზრუნებს.

