სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის შეხვედრის დეტალებს აქვეყნებს.
"სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი 2025 წლის 10 ივლისს აბუ-დაბიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეხვდნენ და სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფოთაშორისი ნორმალიზაციის დღის წესრიგის სხვადასხვა ასპექტი განიხილეს.
დადასტურდა, რომ ორმხრივი მოლაპარაკებები ნორმალიზაციის პროცესთან დაკავშირებული ყველა საკითხის გადასაჭრელად ყველაზე ეფექტურ ფორმატს წარმოადგენს და ამის საფუძველზე შეთანხმდნენ, რომ ასეთი შედეგზე ორიენტირებული დიალოგი გაგრძელდება.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადეს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს თბილი მიღებისა და ორმხრივი შეხვედრის ორგანიზებისთვის“,-აცხადებს სამინისტრო.
ექსპერტები აცხადებენ, რომ აბუ-დაბიში გამართული შეხვედრა შეიძლება იყოს ორი ქვეყნის მოლაპარაკებების ახალი მცდელობა – და ეს რუსეთის შუამავლობის გარეშე. BBC-ი არკვევდა, რაზე ისაუბრებენ ორი ლიდერი და რამდენად შორსაა მშვიდობა მათ შორის.

ისტორიკოს ჟირაირ ლიპარიტიანის აზრით, აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრაზე განიხილება ორ ქვეყანას შორის კომუნიკაციების გახსნა, საზღვრის დემარკაცია და სხვა გადაუჭრელი საკითხები.
“ვფიქრობ, დღის წესრიგში ყველა საკითხი იქნება, ეს თავისუფალი დისკუსია იქნება, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთ საკითხზე კონცენტრაცია“, - განუცხადა ლიპარიტიანმა BBC-ს.
ნახეთ ამავე თემაზე: