3 ივლისს „გალერეა დემასში“ იტალიური კერამიკული ფილების წამყვანი მწარმოებლის „Marazzi ჯგუფის“ შოურუმი გაიხსნა.
გალერეა დემასის მულტიბრენდულ სივრცეში, 400 კვადრატულ მეტრზე წარმოდგენილია Marazzi-ს და Ragno-ს დიზაინერული კოლექციები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში.

წარმოდგენილი კოლექციები თავისი მყუდრო გარემოთი და კონცეპტუალური დაგეგმარებით, მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, შეარჩიოს არა ცალკეული ფილა, აბაზანა თუ შემრევი ონკანი, არამედ იდეა, კონცეფცია და დიზაინი.
შოურუმის გახსნას დაესწრნენ არქიტექტურული და დიზაინერული წრეების წარმომადგენლები.

„გალერეა დემასის“ ახალი შოურუმი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის მისწრაფებას, მომხმარებელს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის, ინოვაციური და ესთეტიკურად დახვეწილი პროდუქცია, რომელიც ინტერიერის დიზაინის ახალ სტანდარტებს აწესებს.

„გალერეა დემასი“ - თქვენი ინსპირაციის წყარო.
დაგვიკავშირდით: +995 322 999 901
მისამართი:
9 მარტის სახელობის ბაღის მიმდებარე ტერიტორია (მშრალ ხიდთან)
ტელ: +995 322 999 901
www.gallerydemasi.ge
FB - Gallery Demasi-გალერეა დემასი
Instagram - @gallerydemasi
R