აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს ნატო-ს მოკავშირეებისთვის იარაღის მიყიდვას იმ პირობით, რომ ისინი შემდეგ მას უკრაინას გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios ავრცელებს.
როგორც ამერიკის პრეზიდენტმა მედიასთან განმარტა, ამერიკული შეიარაღების თანხას სრულად ალიანსი გადაიხდის.
„ნატო 100%-ით აფინანსებს ამ იარაღს. რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ ვაგზავნით შეიარაღებას ნატო-ში და შემდეგ ნატო ამ იარაღს უკრაინას გადასცემს. ალიანსი ამ შეიარაღების სრულ ღირებულებას აანაზღაურებს. ვაგზავნით „პეტრიოტებს“ ნატო-ში, შემდეგ ნატო მათ გაანაწილებს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.