როდესაც განათლებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნასა და საგნებს, არამედ იმ გარემოსაც, რომელშიც ეს ცოდნა ყალიბდება და ვითარდება. თანამედროვე განათლება დღეს უნდა ასოცირდებოდეს ისეთ ცნებებთან, როგორიცაა - განვითარება, ტექნოლოგიები, ხელმისაწვდომობა და თანამედროვე შესაძლებლობები. სწორედ ასეთ სტანდარტს ქმნის Skillwill-ის კოლეჯი - განათლების სივრცე, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია სტუდენტსა და მის მომავალზე.
Skillwill-მა პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურულ გარემოს, საქართველოში სრულიად ახალი მნიშვნელობა მიანიჭა. ბათუმში უკვე ფუნქციონირებს კოლეჯი, ხოლო თბილისში, ავლაბარში, ნიკიფორე ირბახის N17-ში, სტუდენტებისთვის ახალი სივრცე ივლისიდან გაიხსნება.


ორივე ქალაქში Skillwill-ი ქმნის ისეთ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურასა და მაღალტექნოლოგიურ სასწავლო სივრცეს, რომელსაც საქართველოს მასშტაბით, სხვა პროფესიულ სასწავლებლებში და ამასთან, უმეტეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ანალოგი არ გააჩნია.

რას გთავაზობთ Skillwill-ის კოლეჯის ინფრასტრუქტურა?

სწავლება მიმდინარეობს ფიზიკური, ონლაინ და ჰიბრიდული ფორმატით, რომელიც მოიცავს როგორც აუდიტორიულ, ისე ონლაინ შეხვედრებს. თითოეული პროგრამა ითვალისწინებს რეალურ პროექტებზე მუშაობას და ინდუსტრიაში წამყვანი პრაქტიკოსი ლექტორების ხელმძღვანელობით ხორციელდება.
Skillwill-ის კოლეჯის ყველა ინფრასტრუქტურული რესურსი სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე.

Skillwill-ის კოლეჯი - მეტი, ვიდრე სასწავლო სივრცე!
უნიკალურ ფიზიკურ გარემოსთან ერთად, Skillwill-ის კოლეჯი გთავაზობთ:

Skillwill-ის კოლეჯი არის ადგილი, სადაც სასწავლო სივრცე არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ შთამაგონებელია. ადგილი, სადაც განათლება თანამედროვე რეალობას პასუხობს, სტუდენტი კი არა მხოლოდ ცოდნას, არამედ საკუთარი მომავლის მართვის უნარს იძენს.
კოლეჯში ჩასარიცხად საკმარისია მხოლოდ სკოლის ატესტატი და ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. კოლეჯი განკუთვნილია ყველასთვის, ვინც სწრაფ შედეგზე ორიენტირებულ განათლებას ეძებს - იქნება ეს სკოლადამთავრებული, რომელიც კარიერის დაწყებას გეგმავს, უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელსაც თეორიული სწავლება არ აკმაყოფილებს, თუ ზრდასრული ადამიანი, რომელიც პროფესიული ცვლილებისთვის პრაქტიკულ და დროში მოქნილ ალტერნატივას ეძებს.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია - გაიარე წინასწარი რეგისტრაცია დღესვე და ისწავლე ის, რაც მართლა გამოგადგება.
შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა - https://forms.gle/3oppvA499zqC21JFA
R