ავტორი:

ინდოეთი მკვლელი და ყველაზე იზოლირებული ტომის მოსახლეობის დასათვლელად ემზადება - ექსპერტები შიშობენ, რომ ეს მათ გენოციდს გამოიწვევს: სასტიკი ისტორიები სენტინელების შესახებ

ინდოეთი მკვლელი და ყველაზე იზოლირებული ტომის მოსახლეობის დასათვლელად ემზადება - ექსპერტები შიშობენ, რომ ეს მათ გენოციდს გამოიწვევს: სასტიკი ისტორიები სენტინელების შესახებ

ინდოეთი ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, პირველი ეროვნული აღწერის ჩასატარებლად ემზადება. ექსპერტები შიშობენ, რომ ჩრდილოეთ სენტინელის კუნძულზე მცხოვრები ტომი, რომელიც ცნობილია იმით, რომ უცხო ადამიანებს კლავენ, შესაძლოა გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.

სენტინელები, რომლებიც დედამიწაზე ყველაზე იზოლირებულ ტომად ითვლებიან, დიდი ხანია თავს არიდებენ გარე სამყაროსთან კონტაქტს.

  • თუმცა, ოფიციალური პირები ახლა დილემის წინაშე დგანან: როგორ დაითვალონ კუნძულის მოსახლეობა ძალადობის პროვოცირების გარეშე?

ექსპერტების თქმით, მსოფლიოს ყველაზე იზოლირებული ტომის მოსახლეობის დათვლის მცდელობაც კი შეიძლება სისხლისღვრით ან ჰუმანიტარული კატასტროფით დასრულდეს.

აღსანიშნავია, რომ 2006 წელს ორი ინდოელი მეთევზის ნავი კუნძულს შემთხვევით ძალიან ახლოს მიუახლოვდა. ტომის წევრებმა შენიშნეს თუ არა უცხოები, იისნი მოკლეს. როგორც ამბობენ, მკვლელობებიდან რამდენიმე დღეში, მათი ცხედრები ბამბუკის ბოძებზე დაკიდეს.

სწორედ ამ საშიშროების წინაშე დგანან აღწერის სპეციალისტებიც, რომლებმაც მუშაობა 2027 წელს უნდა დაიწყონ.

  • ინდოეთი ამჟამად განიხილავს დრონების ან თანამგზავრული ფოტოების გამოყენებას მოსახლეობის შორიდან დასათვლელად.

„მიმდინარეობს საუბარი გარკვეული ტექნოლოგიების გამოყენებაზე მათი მოსახლეობის რუკის შესაქმნელად, მაგრამ გაურკვეველია, მოგვიტანს თუ არა ეს ზუსტ შეფასებას“, - აცხადებს ინდოეთის ანთროპოლოგიური საზოგადოების დირექტორი დოქტორი მ. სასიკუმარი.

თუმცა, სენტინელები არ არიან ერთადერთი ტომი, რომელთა დათვლაც არის საჭირო, იგივე პროცედურაა გასატარებელი დიდი ნიკობარის კუნძულზე მცხოვრები, ნახევრად მომთაბარე ტომის - შომპენის ხალხის აღსაწერად.

სავარაუდოდ, მათი რიცხვი 200-ზე ოდნავ მეტია.

დიდი ნიკობარის კუნძულზე უზარმაზარი აეროპორტისა და პორტის აშენება იგეგმება. ამ პროექტმა აღშფოთება გამოიწვია, ექსპერტები თვლიან რომ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, ტომის გენოციდს ნიშნავს.

ხოლო სენტინელების ტომთან კონტაქტი საბედისწერო აღმოჩნდა 2018 წელს ამერიკელი მისიონერი ჯონ ალენ ჩაუსთვის. როდესაც ის კუნძულს ფარულად, მესამედ მიუახლოვდა - ტომის წევრებმა ის მოკლეს.

წყარო