ავტორი:

ერაყში “ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) ათობით მებრძოლმა იარაღის ჩაბარება დაიწყო - პროცესი მკაცრად გასაიდუმლოებულ ადგილზე, უსაფრთხოების დაცვით მიმდინარეობს (ფოტო)

ერაყში “ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) ათობით მებრძოლმა იარაღის ჩაბარება დაიწყო - პროცესი მკაცრად გასაიდუმლოებულ ადგილზე, უსაფრთხოების დაცვით მიმდინარეობს (ფოტო)

40-წლიანი კონფლიქტის შემდეგ, ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ სულეიმანიაში, ქურთისტანის მუშათა პარტიამ (PKK) განიარაღება დაიწყო.

Reuters-ის ინფორმაციით, იარაღი ათობით „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მებრძოლმა ჩააბარა. როგორც მედია წერს, ისინი იარაღის განადგურებას აპირებენ და არა რომელიმე მთავრობისთვის ჩაბარებას.

პროცესის ადგილმდებარეობა საიდუმლოდ ინახება და ცერემონია მკაცრი უსაფრთხოების ზომების ფონზე მიმდინარეობს. ის არც პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ინტერნეტში განიარაღების ამსახველი ცალკეული კადრები ვრცელდება.

მოსალოდნელია, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.

როგორც სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, ეს არის სიმბოლური, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი თურქეთის წინააღმდეგ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ამბოხების დასრულებისკენ.

ცნობისთვის, „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ თურქეთი, ევროკავშირი და შეერთებული შტატები „ტერორისტულ“ დაჯგუფებად მოიხსენიებდნენ. 1984-დან 2024 წლამდე ქურთებსა და თურქეთს შორის დაპირისპირებას 40 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

წყარო