ავტორი:

ბოლო სურვილი - დეტროიტელი მამაკაცის დაკრძალვაზე ვერტმფრენიდან დოლარები გადმოყარეს

ბოლო სურვილი - დეტროიტელი მამაკაცის დაკრძალვაზე ვერტმფრენიდან დოლარები გადმოყარეს

მანქანების სამრეცხაოს მფლობელი, დეტროიტელი დარელ თომასი მთელი ცხოვრება თავისი დიდსულოვნებით იყო ცნობილი, ის ბოლო წლები ალცჰაიმერის მძიმე დაავადებას ებრძოდა და 58 წლის ასაკში, 15 ივნისს გარდაიცვალა.

ბოლო გამოსათხოვარი სურვილიც დატოვა - დაკრძალვისას ვერტმფრენიდან ხალხის თავზე ციდან ათასობით დოლარი უნდა გადმოეყარათ.

ვაჟებმა მამას სურვილი აუსრულეს და ვერტმფრენი დაიქირავეს, რომელმაც უეცრად გადაიფრინა დაკრძალვის ცერემონიაზე შეკრებილი ხალხის თავზე და ვარდის ფურცლებთან ერთად, 5000 დოლარის ბანკნოტები გადმოყარა.

  • გავრცელებულ კადრებში ჩანს ვერტმფრენი, საიდანაც ფული და ვარდის ფურცლები ცვივა, აღფრთოვანებული ხალხი და მიწაზე მიმოფანტული დოლარები.

დეტროიტის პოლიცია წინასწარ იყო გაფრთხილებული დაგეგმილი აქციის შესახებ, ამიტომ საგზაო მოძრაობა გრეშიტ ავენიუსა და კონორის ქუჩის კვეთაზე, სადაც დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობდა, რამდენიმე წუთით გადაიკეტა, რათა ხალხს ფულის აკრეფა მოეხერხებინა და ამით თომასის უკანასკნელი სურვილი აესრულებინათ.