ავტორი:

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

პროტესტის 226-ე დღესაც აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

ამასთან, პარლამენტთან აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრებმა წარადგინეს გაზეთის „თავისუფლების ხმა ციხიდან“ მეორე ნომერი, სადაც პოლიტპატიმრების წერილებია დაბეჭდილი.