უმძიმესი ავარია მოხდა წუხელ რიკოთზე. ტრაილერმა, რომელიც გადაყირავდა, მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა, სადაც 5 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის სამი ბავშვი. თვითმხილველების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაიღუპა 3 წლის ბავშვი, 4 ადამიანი კლინიკებში გადაიყვანეს.
უმძიმესი შემთხვევის დეტალებს თვითმხილველები ჰყვებიან. მათი ინფორმაციით, ავტომობილში მშობლები და მათი სამი შვილი იმყოფებოდნენ.


"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია" - აღნიშნულია ინფორმაციაში.
წაიკითხეთ ასევე: