ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 33 წლის ბაიკერი ამირო ლაღიძე ემსხვერპლა, ერთი მამაკაცი კი დაშავდა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში შეყვანის დროს მძიმედ იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მამაკაცს კი ოპერაცია ჩაუტარდა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.