ავტორი:

თბილისში გახმაურებულ მკვლელობასთან კავშირი, საბედისწერო ავარია და 16 წლის გოგონა, რომელიც ცხოვრების მთავარ ქალად იქცა - მედია პავლიაშვილის ცხოვრებისეულ სკანდალებზე წერს

თბილისში გახმაურებულ მკვლელობასთან კავშირი, საბედისწერო ავარია და 16 წლის გოგონა, რომელიც ცხოვრების მთავარ ქალად იქცა - მედია პავლიაშვილის ცხოვრებისეულ სკანდალებზე წერს

ამბობდნენ, რომ მის ხმაში თავად საქართველო ჟღერდა. მას მრავალნაირად მოიხსენიებდნენ - რომანტიკოსადაც, აღმოსავლური მუსიკის მეფედაც და მთების რაინდადაც კი. თუმცა, სცენის მიღმა სოსო პავლიაშვილის, როგორც რუსეთში, ისე სამშობლოში ცნობილი არტისტის, გაცილებით წინააღმდეგობრივი ისტორია იმალება. რუსული მედია პავლიაშვილის გარშემო არსებულ სკანდალებზე წერს, სადაც შეგიძლიათ წაიკითხოთ სასიყვარულო თავგადასავლებზე, ხმაურიან სკანდალებზე და სერიოზული ბრალდებებზეც კი

დიდების მწვერვალებისკენ

სოსო, თბილისში 1964 წლის ივნისის ბოლოს დაიბადა. მუსიკა მის ცხოვრებაში ადრეულ ასაკში შემოვიდა და მასში მთავარი ადგილი დაიკავა. ექვსი წლის ასაკში მან ვიოლინოზე დაკვრა დაიწყო, მალევე კი ყველა საქალაქო კონცერტისა და ღონისძიების მუდმივი მონაწილე გახდა. მუსიკის გარეშე სოსო პავლიაშვილი თავის ცხოვრებას ვერ წარმოედგინა, ამიტომ სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის კონსერვატორიაში ჩააბარა. გამოსაშვებ გამოცდებზე კი უმაღლესი შეფასება მიიღო. კონსერვატორიის შემდეგ მას ჯარში სავალდებულო სამსახური ელოდა.

მას ცოცხალი ინტერესი გაუჩნდა საესტრადო მუსიკის მიმართ და ვიოლინო, რომელსაც ამდენი წელი მიუძღვნა, თანდათან უკანა პლანზე გადავიდა. ჯარის შემდეგ კარიერის აწყობა უკვე ესტრადაზე დაიწყო. მან ათასობით მაყურებელი მოხიბლა, როდესაც 1988 წელს კალგარის ზამთრის ოლიმპიადაზე ცნობილი ქართული სიმღერა „სულიკო“ შეასრულა. ხალხი რიგში იდგა მასთან ავტოგრაფის მისაღებად.

ერთი წლის შემდეგ იურმალაში, მთავარი პრიზი მოიპოვა. ამის შემდეგ შეთავაზებები ერთმანეთს მიყოლებით წამოვიდა - დაიწყო გასტროლები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და მუშაობა სოლო კომპოზიციებზე. პირველი სტუდიური ალბომი, რომელიც 1993 წელს გამოვიდა, წარმატებული აღმოჩნდა. თანდათან მომღერალი სულ უფრო ხშირად გამოდიოდა რუსეთში და საბოლოოდ გადაწყვიტა მოსკოვში დასახლება.

პავლიაშვილმა პოპულარობის პიკს 2000-იანი წლების დასაწყისში მიაღწია. ალბომი „გელოდება, ქართველო“, რომელიც 2003 წელს გამოვიდა, ნამდვილ მოვლენად იქცა. თითქმის მთელ რეპერტუარს თავად წერდა. ამ პერიოდში ის აქტიურად მუშაობდა კოლეგებთან, წერდა დუეტებს ირინა ალეგროვასთან და გრიგორი ლეპსთან და ქმნიდა კომპოზიციებს, რომლებიც სწრაფად ხდებოდა ჰიტები.

რომანტიკული გმირი

ახალგაზრდობაში სოსო პავლიაშვილი ქალებში პოპულარობით სარგებლობდა. ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში აღიარა, რომ ახალგაზრდობაში ათასზე ნაკლები შეყვარებული არ ჰყოლია, თუმცა ნამდვილად ღრმა გრძნობები მხოლოდ რამდენიმე ქალის მიმართ განიცადა.

პირველი მათგანი იყო ნინო უჩანეიშვილი - გოგონა, რომელიც თბილისის კონსერვატორიაში სწავლის წლებში გაიცნო. მისმა სიკეთემ, ძლიერმა ტემპერამენტმა, ცოცხალმა გონებამ და იუმორის გრძნობამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როდესაც ის ჯარში სავალდებულო სამსახურში წავიდა, ნინომ უთხრა, რომ დაელოდებოდა. ორი წელი ისინი ერთმანეთს წერილებს სწერდნენ, ხოლო ჯარის დასრულების შემდეგ დაქორწინდნენ. 1987 წელს მათ ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ლევანი დაარქვეს.

ოჯახური ბედნიერება მყიფე აღმოჩნდა. სოსო მოსკოვში გადავიდა, ნინო კი ავადმყოფ დედასთან დარჩა. განშორება დამღუპველი აღმოჩნდა: არტისტმა ცოლს უღალატა, რასაც შემდგომში ძალიან ნანობდა. დაახლოებით ამავე დროს მის ცხოვრებაში ირინა პონაროვსკაია გამოჩნდა. ისინი ერთობლივ საკონცერტო პროგრამაზე მუშაობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური რომანი არ დადასტურებულა, არტისტი არ მალავდა, თუ რამდენად შეეხო მას პონაროვსკაიას სულიერება და ნიჭი. რა თქმა უნდა, მისი არ შეყვარება უბრალოდ შეუძლებელი იყო.

როდესაც ლევანი 15 წლის გახდა, მისი მშობლები საბოლოოდ დაშორდნენ. პავლიაშვილმა გადაწყვიტა მისი მოსკოვში წაყვანა. აღზრდა მკაცრი აღმოჩნდა: ლევანმა სუვოროვის სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა, შემდეგ კი განათლება სამხედრო ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო. მას სურდა მამის გზის გაგრძელება და სცენაზე გამოსვლა, მაგრამ მამა კატეგორიულად წინააღმდეგი იყო. შედეგად ახალგაზრდამ თავი სარესტორნო ბიზნესში იპოვა და ოჯახის კუთვნილი ერთ-ერთი დაწესებულების მმართველი გახდა.

მთავარი ქალი

პავლიაშვილის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი 1996 წელს თბილისში მომხდარი სერიოზული ავტოკატასტროფის შემდეგ დაიწყო. მანქანის საჭესთან მისი მეგობარი იჯდა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სოსომ მგზავრობაზე უარი არ თქვა. ავარიის შედეგად მომღერალმა თავი დაარტყა, გონება დაკარგა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარეგანი ჭრილობები დაუმუშავეს; თუმცა აუცილებელი გამოკვლევა მაშინ არ ჩატარებულა. ეს გახდა მძიმე შედეგების მიზეზი - გარკვეული დროის შემდეგ მას შეტევები დაეწყო, ექიმებმა პოსტტრავმული ეპილეფსია დაუდგინეს.

მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდებოდა. უჭირდა არა მხოლოდ მუშაობა, არამედ უბრალოდ ცხოვრებაც. შეტევები ღამით ემართებოდა, დილით კი ისე იღვიძებდა, არ ახსოვდა რა მოხდა. კონცერტები სულ უფრო მცირდებოდა, ის მეგობრებისგან ქირაობდა ბინას და დიდ დროს მარტო ატარებდა. მაშინ პირველად გაუჩნდა შეგრძნება, თითქოს მისი დღეები დათვლილი იყო. მედიკოსები ტრეპანაციას სთავაზობდნენ, მაგრამ მან ოპერაციაზე უარი თქვა.

სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა მის ცხოვრებაში ირინა პატალახი. ერთმანეთი სტუდიაში გაიცნეს, სადაც ირინა სამუშაოდ მივიდა. ის მხოლოდ თექვსმეტი წლის იყო, და ასაკობრივი სხვაობა მომღერალს აბნევდა, ამიტომ ის დიდხანს ვერ ბედავდა დაახლოებას. მათი ურთიერთობა პლატონური დარჩა სრულწლოვანებამდე. დროთა განმავლობაში მათ ერთად ცხოვრება დაიწყეს. 2004 წელს ქალიშვილ ლიზას დაბადების შემდეგ შეტევები შეწყდა. სოსო დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ირინას სიყვარულმა და მხარდაჭერამ, რომელიც ურთულეს მომენტში მოვიდა, გადაარჩინა. 2008 წელს საყვარელმა ქალმა მას მეორე ქალიშვილი - სანდრა აჩუქა.

ირინა და სოსო თითქმის ორი ათწლეული ცხოვრობდნენ ერთად, სანამ 2014 წელს მან პირდაპირ გამოსვლისას შესთავაზა ხელი. ეს ძალიან ემოციური იყო, მაგრამ ისინი ოფიციალურ რეგისტრაციას არ ჩქარობდნენ. ორივე პასპორტში ბეჭედს ფორმალობად აღიქვამდა და გადაწყვიტეს მოცდა. რამდენიმე წლის შემდეგ, 2020 წლის ბოლოს, წყვილმა ჯვარს დაიწერა.

რაზე დუმს სოსო პავლიაშვილი

ძნელი წარმოსადგენია, რომ ადამიანი, რომელიც ერთ დროს ეროვნულ სიამაყეს განასახიერებდა, ერთ ღამეში სამშობლოში გმობის ობიექტად იქცეს. 90-იან წლებში სოსო პავლიაშვილის სახელი საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარული იყო - ის მღეროდა თავისუფლებაზე, მონაწილეობდა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში და იღებდა მაღალ სახელმწიფო ჯილდოებს. თუმცა, დროთა განმავლობაში მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. მრავალი წლის შემდეგ, რუსეთის სცენებზე გამოსვლისას და პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრისას, არტისტი თანდათან აღმოჩნდა იმ ადამიანთა რიცხვში, ვინც სამშობლოში არ იყო სასურველი.

მას არ დაუგმია რუსეთის ქმედებები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში; უფრო მეტიც - განაცხადა, რომ 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის მიზეზი აშშ-ის ქმედებები იყო. მომღერლის მისამართით გაისმა ბრალდებები, კრემლის მიმართ გადაჭარბებულ ლოიალურობაში, ეროვნული ინტერესების ღალატში.

ქართული პრესა მას საყვედურობდა, რომ მას „ორი სამშობლო“ ჰქონდა, და ის მათ შორის ლავირებდა გარემოებების მიხედვით. ხოლო 2014 წელს ყირიმში გამოსვლის შემდეგ ის პერსონა ნონ გრატა გახდა უკრაინაშიც. თავად სოსო არაერთხელ აღნიშნავდა, რომ არასოდეს შეუწყვეტია თავი ქართველად ეგრძნო და თავის ქვეყანას სიკეთეს უსურვებს, ხოლო გაუცხოება - თანამედროვე საზოგადოების მთავარი უბედურებაა, და დიალოგის გზები უნდა მოძებნოს.

მკვლელი სიძე და მკვლელობის ორგანიზების ბრალდება

პავლიაშვილის რეპუტაციისთვის ყველაზე მძიმე დარტყმა 2012 წლის ნოემბერში თბილისში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა გახდა. მაშინ გარდაცვლილი იპოვეს ავთანდილ ადუაშვილი - ბიზნესმენი და არტისტის მრავალწლიანი მეგობარი. თავდაპირველად ყველაფერი ტიპურ კრიმინალურ ისტორიას ჰგავდა, მაგრამ მალევე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ მკვლელობა შესაძლოა შემთხვევითი არ ყოფილიყო, არამედ პირადი კონფლიქტის შედეგი, რომლის ცენტრში თავად პავლიაშვილი აღმოჩნდა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ავთანდილმა სოსოსგან დიდი თანხა ისესხა და დროულად არ დაუბრუნა. გამოძიების ყურადღების ცენტრში მოექცა მომღერლის სიძე - ვახტანგ ჩხაპელია, რომელიც არა მხოლოდ დააკავეს, არამედ აღიარებითი ჩვენებაც მისცა. ის ამტკიცებდა, რომ ოჯახის მეგობარი თითქოსდა სისტემატურად ატყუებდა პავლიაშვილს, ფულს სძალავდა, და რომ მათ თითქოსდა უნდოდათ გაკვეთილის ჩატარება - მის მოკვლას არ აპირებდნენ, უბრალოდ შეშინება უნდოდათ.

თავად პავლიაშვილისთვის ეს ბრალდებები სერიოზული შოკი იყო. ის ტკივილით საუბრობდა იმაზე, რომ დაკარგა ახლობელი ადამიანი და კატეგორიულად უარყოფდა დანაშაულთან რაიმე კავშირს. მისი აზრით, საზოგადოების ყურადღება სპეციალურად გადაიტანეს საქმის არსიდან მასზე, ასევე ეს ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს. ამასთან, დაღუპულის ოჯახი საპირისპიროს ამტკიცებდა.

ადუაშვილის დედას არ ეპარებოდა ეჭვი, რომ სწორედ სოსომ უბიძგა ჩხაპელიას საშინელი საქციელისკენ. ის ამტკიცებდა, რომ მისი ვაჟი საერთო ბიზნესიდან გამოსვლას აპირებდა და სურდა მომღერალთან შეხვედრა, რათა წერტილი დაესვა საქმიან ურთიერთობებში, მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოასწრო. სასამართლო პროცესის მსვლელობისას მთელი დანაშაული ვახტანგ ჩხაპელიას დაეკისრა. პავლიაშვილი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში არ მიუციათ - გამოძიებას არ აღმოაჩნდა საკმარისი მტკიცებულებები მისთვის ოფიციალური ბრალდებების წარსადგენად.

მკაცრი განცხადებები და მილიონიანი ვალები წლების განმავლობაში არტისტი სულ უფრო ხშირად გამოხატავდა თავის აზრს საკითხებზე, რომლებიც მხოლოდ მუსიკას არ ეხება. ის ღიად გმობდა დასავლურ პოლიტიკას, აცხადებდა, რომ მსოფლიოში სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა მიმდინარეობს, და საუბრობდა საფრთხეზე, რომელსაც, მისი აზრით, დასავლეთი წარმოადგენს.

გაჩნდა ფინანსური სირთულეებიც. 2023 წელს ცნობილი გახდა მილიონიანი დავალიანების შესახებ საკონცერტო კომპანიის მიმართ, რომელიც სოსო პავლიაშვილის კონცერტების ორგანიზებით იყო დაკავებული. მედიის ხელთ არსებული ინფორმაციით, დავალიანების მიზეზი საკონცერტო დარბაზის მიერ მისი ფირმის მიმართ შეტანილი სარჩელები გახდა, ხოლო ვალის საერთო თანხამ 15 მილიონ რუბლს გადააჭარბა. თუმცა, თავად მომღერალმა მაშინვე განაცხადა, თითქოს ის ფირმას არ ხელმძღვანელობს, არამედ მხოლოდ ინვესტორის როლი ჰქონდა,

2023 წლის მაისში რიაზანში გამართული კონცერტის დროს მან საზოგადოებას მიმართა თხოვნით, ელოცათ რუსეთის გამარჯვებისთვის ბრძოლაში.