ავტორი:

"ჯაფარას" გარდაეცვალა დედა..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

"ჯაფარას" გარდაეცვალა დედა..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია დედა გარდაეცვალა.

ამის შესახებ ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში წერს.

"ჯაფარას დედა გარდაეცვალა, უკვე მეოთხე ტყვემ დაკარგა მშობელი. მკვლელები. დღეს დედაჩემი გარდაცვალების დღეა. 5 წელი გასულა... ბოლო ერთი წლის მანძილზე ყოველ დღე მაქვს გაფიქრება, ნეტა ახლა ცოცხალი იყო დაჯიკო, ზურასთან ამ თარიღმა კიდევ უფრო მეტად დამაახლოვა" - წერს ჟორჟოლიანი.

"კოალიცია ცვილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 22 მაისს დააკავეს. საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასა და წაყენებულ ბრალდებას.

აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს და ბრალდებაც ოფიციალურად წაუყენეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რომელიც ჯაფარიძემ არ გადაიხადა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.