ავტორი:

"ბენზინის მანქანას საბურავი გაუსკდა და დაეჯახა ჯიპს, რომლითაც ოჯახი მგზავრობდა... მოზარდი ადგილზე დაიღუპა" - რას ჰყვება უმძიმესი ავარიის თვითმხილველი

"ბენზინის მანქანას საბურავი გაუსკდა და დაეჯახა ჯიპს, რომლითაც ოჯახი მგზავრობდა... მოზარდი ადგილზე დაიღუპა" - რას ჰყვება უმძიმესი ავარიის თვითმხილველი

უმძიმესი ავარია მოხდა წუხელ რიკოთზე. ტრაილერმა, რომელიც გადაყირავდა, მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა, სადაც 5 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის სამი ბავშვი.

თვითმხილველების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაიღუპა 3 წლის ბავშვი, 4 ადამიანი კლინიკებში გადაიყვანეს. უმძიმესი შემთხვევის დეტალებს თვითმხილველები ჰყვებიან. მათი ინფორმაციით, ავტომობილში მშობლები და მათი სამი შვილი იმყოფებოდნენ.

  • ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რიკოთზე მომხდარი ავარიის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დაკავებულია ტრაილერის მძღოლი.

ავარიის თვითმხილველი:

"ავტოავარიის ადგილიდან 16 წუთის სავალზე ვიდექით. უზარმაზარი საცობი იყო. როგორც გაირკვა, ბენზინის მანქანას საბურავი გაუსკდა, მეორე მხარეს გადავიდა და "პრადოს" მარკის ავტომანქანას შეეჯახა. მსუბუქი ავტომანქანით ოჯახი მგზავრობდა ოჯახი - მშობლები და 3 შვილი. როგორც პოლიციელმა თქვა, დაღუპულია ერთი - 7 წლის მოზარდი, დანარჩენები კლინიკაში გადაიყვანეს. ბავშვს სახე აღარ ჰქონდა, მიჭყლიტა მანქანამ, ამის მნახველები ძალიან დავისტრესეთ, საშინელება იყო".

წაიკითხეთ ასევე: