ავტორი:

პატარა სოფელს გიგანტური აისბერგი უახლოვდება - რას ოფიციალური პირები გრენლანდიაში მოსალოდნელ საფრთხეზე

პატარა სოფელს გიგანტური აისბერგი უახლოვდება - რას ოფიციალური პირები გრენლანდიაში მოსალოდნელ საფრთხეზე

გრენლანდიაში მდებარე პატარა სოფელს გიგანტური აისბერგი უახლოვდება.

უკვე რამდენიმე დღეა ვარაუდობენ, რომ დიდი გაყინული მასა ინაარსუიტს შეეჯახება, რის გამოც ადგილობრივმა ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს. ოფიციალური პირების თქმით, თუ აისბერგი ნაპირს შეეხო ან დაიშალა, შესაძლოა, სოფელს ზიანი მიაყენოს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყინულის რომელიმე ნატეხი პირდაპირ ხმელეთზე დაეცემა, თუმცა აისბერგის დაშლა უზარმაზარ ტალღებს გამოიწვევს.

ინაარსუიტი დასავლეთ გრენლანდიაში, პატარა კუნძულზე მდებარეობს. ადგილობრივი ეკონომიკა ძირითადად თევზჭერაზეა დამოკიდებული. მთავრობის წარმომადგენლები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ კუნძულზე ყოფნისას, ან თუნდაც ხმელეთზე ყოველდღიური საქმიანობის დროს, აისბერგთან ძალიან ახლოს არ უნდა მივიდნენ.

ადგილობრივი მუშაკის, დენის ლეჰტონენის თქმით, ისინიაისბერგი დაახლოებით ერთი კვირაა უძრავადაა, რაც შეშფოთების მთავარი წყაროა.

წყარო