ავტორი:

"თეთრი ქვრივი", სავარაუდოდ, ისევ ცოცხალია - რა არის ცნობილი ტერორისტ ქალზე, რომელიც ასეულობით ადამიანის მკვლელობაშია ბრალდებული

"თეთრი ქვრივი", სავარაუდოდ, ისევ ცოცხალია - რა არის ცნობილი ტერორისტ ქალზე, რომელიც ასეულობით ადამიანის მკვლელობაშია ბრალდებული

სამანტა ლიუტუეიეტი, ცნობილი როგორც "თეთრი ქვრივი", სავარაუდოდ, ისევ ცოცხალია. ლიუტუეიეტი, ბრიტანელი ჯარისკაცის ქალიშვილია, რომელმაც ისლამის მიღების შემდეგ 7/7-ის თვითმკვლელი ტერორისტიდან ერთ-ერთზე იქორწინა.

  • მისი ქმარი, ჟერმენ ლინდსი, 2005 წელს, ლონდონის სატრანსპორტო ქსელზე კოორდინირებულ თავდასხმაზე იყო პასუხისმგებელი - მან მეტროს მატარებელში ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე ზურგჩანთა ააფეთქა.

სამანტა ლიუტუეიეტი კი დიდი ბრიტანეთის დატოვების შემდეგ, აფრიკაში ჩადენილი ტერორისტული დანაშაულების სერიისთვის იძებნება.

ლიუტუეიეტი ამჟამად 41 წლისაა და ოთხი შვილის დედაა. მისი უფროსი შვილები დაახლოებით 21 და 19 წლის იქნებიან; ხოლო უმცროსი შვილები, 14-15-ის. მისი ცხოვრება ბრიტანეთიდან გაუჩინარების შემდეგ ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს: სად არის ის? როგორ მოახერხა ამდენი ხნის განმავლობაში ტყვეობისგან თავის დაღწევა?

საიდუმლოს ამოხსნის საწყისი წერტილი კენიაა, სადაც მისი სახელი 2012-დან 2019 წლებში ქვეყანაში მომხდარ ოთხ ცალკეულ თავდასხმას უკავშირდება, რომლის დროსაც 244 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა.

უსაფრთხოების მაღალჩინოსანმა, ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, რომ „თეთრი ქვრივი“ ცოცხალია და მეზობელ უგანდაში გასულ წელს შენიშნეს. მეორე ვერსიის თანახმად, ის სინამდვილეში სომალიში ცხოვრობს, და „ალ-შაბააბის“ წევრია.

"მიუხედავად იმისა, რომ მისი ზუსტი ადგილსამყოფელი არ ვიცით, ჩვენ გვჯერა, რომ ის სომალიში „ალ-შაბააბის“ ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობს“, - განაცხადა უსაფრთხოების წყარომ.

სომალი მისთვის დასამალად ლოგიკური ადგილია. ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ანარქია სუფევს, ამიტომ ლიუტუეიეტი, რომელზეც საერთაშორისო დაპატიმრების ორდერია გაცემული, კენიის ხელისუფლებისა და დასავლეთის მთავრობებისთვის მიუწვდომელია.

წყარო