ავტორი:

ევა ბარბაქაძე ისევ შეყვარებულია – რას მალავს შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი?

ევა ბარბაქაძე ისევ შეყვარებულია – რას მალავს შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი?

ცნობილი მოდელისა და სექსსიმბოლოს, შორენა ბეგაშვილის ერთადერთი ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე, როგორც ჩანს, კვლავ შეყვარებულია. ევამ თავისი რჩეულის ფოტო 10 ივლისს, დედის გრანდიოზულ დაბადების დღეზე გადაღებულ კადრებს შორის გამოაქვეყნა, თუმცა, ბეგაშვილის გარემოცვა მომავალი სიძის ვინაობას საგულდაგულოდ მალავს.

შორენა ბეგაშვილი, რამდენიმე სკანდალური რომანის შემდეგ, ბოლო წლებია, პირად ცხოვრებაზე საჯაროდ აღარ საუბრობს. ის ცდილობს, შვილის პირადი სივრცეც დაიცვას. შეგახსენებთ, რომ ევას პირადი ცხოვრება მედიის ყურადღების ცენტრში ბოლოს 2020 წელს მოექცა, თუმცა, პერიოდულად, ევას შესახებ სიახლეები მაინც ხვდება ქართულ მედიაში.

შორენა ბეგაშვილს ევა ბარბაქაძე მცირე ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანებზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. საზოგადოებას უამრავჯერ მოუსმენია, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებაში ცხოვრობდა. დღეს კი დიღომში, საკუთარ ვილაში ცხოვრობს და მასზე მედია განსაკუთრებულად ნადირობს.

  • ევას მშობლები ჯერ კიდევ მაშინ დაშორდნენ, როდესაც გოგონა პატარა იყო. ცნობილი დედის მსგავსად, ევაც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მას 200 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და საჯაროდ მისი ძირითადი საქმიანობა ინფლუენსერობაა. ის ასევე ხშირად დაჰყვება დედას სამოგზაუროდ.

წაიკითხეთ ასევე: