ავტორი:

ვლადიკავკაზში დაღესტნელი ტურისტი შორტების გამო სცემეს

ვლადიკავკაზში დაღესტნელი ტურისტი  შორტების გამო სცემეს

ჩრდილოეთ ოსეთში, ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში, დაღესტნელ ტურისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სავარაუდო მიზეზი მისი"ზედმეტად მოკლე" შორტები გახდა. ვიდეო Telegram-ზე გავრცელდა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ტურისტი სალაროსთან იდგა და ანგარიშს ელოდებოდა. მას ორი ახალგაზრდა მიუახლოვდა და შორტების სიგრძის გამო პრეტენზია გამოუცხადა. ტურისტმა მშვიდად უპასუხა, რომ შორტები მუხლს უფარავდა და იქვე ქალებიც არ იმყოფებოდნენ. ამ პასუხის გაგონებაზე თავდამსხმელები უცხოელს თავს დაესხნენ და მუშტები დაუშინეს. მოგვიანებით მოჩხუბრები გამყიდველზე გადაერთნენ. ისინი ვერც მოქმედმა სათვალთვალო კამერებმა შეაჩერა.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ მიმართავს ერთ-ერთი მამაკაცი ტურისტს და შენიშვნას აძლევს, თუ რატომ აცვია შორტი, რაზეც ეს უკანასკნელი პასუხობს: „ისინი გრძელია, მუხლამდეა“, თუმცა ამის საპასუხოდ იღებს განცხადებას, რომ „ამას მნიშვნელობა არ აქვს“. ამის შემდეგ მამაკაცს ყბაში ურტყამენ და ის ძირს ეცემა.

დახლის უკნიდან გამოსულმა გამყიდველმა სცადა სტუმრების დამშვიდება, მაგრამ სახეში მასაც დაარტყეს. ასევე, შორტების ერთ-ერთმა მოწინააღმდეგემ, მაღაზიიდან გასვლისას, გამყიდველისკენ სასმლის ლითონის ქილა ისროლა. ნაცემ დაღესტნელ მცხოვრებს, რომელიც ცდილობდა აეხსნა, რომ მას გრძელი შარვალი არ ჰქონდა, მამაკაცებმა დაუყოვნებლივ გადაცვლა ურჩიეს.

შორტების საკითხი ოსეთში

2020 წლის ზაფხულში დისკუსია იმის შესახებ, რამდენად მიზანშეწონილია კავკასიის ქალაქების ქუჩებში შორტების ტარება, ჩრდილოეთ ოსეთსაც შეეხო. „ოსეთში ყველაფერი სხვაგვარადაა (დაღესტნისგან განსხვავებით): აქ არ არის ერთგვაროვანი რელიგიური მასა, არ არის მკაფიო ზოგადად მიღებული ქცევის წესები. ვლადიკავკაზი, არსებითად, საერო ქალაქია და გაუგებარია, ვინ, რა და ვისგან უნდა მოითხოვოს“, - წერდა მაშინ ადგილობრივი ჟურნალისტი. მიუხედავად ამისა, მომდევნო წლებში შორტების მიზანშეწონილობის საკითხი რეგულარულად კვლავ ჩნდებოდა: 2024 წელს ტურისტი მოკლე შორტებით ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრიდან გააძევეს.