ავტორი:

ტრამპის "ტარიფების ომი" გრძელდება - რას პასუხობს ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის პრეზიდენტს 30%-იანი ტარიფების შესაძლო დაწესებაზე

ტრამპის "ტარიფების ომი" გრძელდება - რას პასუხობს ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის პრეზიდენტს 30%-იანი ტარიფების შესაძლო დაწესებაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკომისიისა და მექსიკის პრეზიდენტებს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კლაუდია შეინბაუმს წერილები გაუგზავნა და აცნობა, რომ თუ ისინი უკეთეს სავაჭრო პირობებზე 1-ელ აგვისტომდე ვერ შეთანხმდებიან, მაშინ აშშ ევროკავშირიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 30%-იან ტარიფებს დააწესებს.

"ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებს სრულ და ღია ბაზარზე წვდომის უფლებას მისცემს, რათა უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტი შემცირდეს. თუ თქვენ რაიმე მიზეზით ტარიფებს გაზრდით ან საპასუხო ზომებს მიიღებთ, მაშინ ის რაოდენობა რა რაოდენობითაც თქვენ გაზრდით, ჩვენ მიერ დაწესებულ 30%-ს დაემატება“, - ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში.

დონალდ ტრამპი მექსიკის პრეზიდენტისთვის, კლაუდია შეინბაუმისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ მექსიკა მას აშშ-ის „საზღვრის დაცვაში ეხმარება, თუმცა ეს საკმარისი არ არის“.

„მექსიკამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო კარტელების შეჩერება, რომლებიც ცდილობენ მთელი ჩრდილოეთ ამერიკა ნარკოტრეფიკინგის სათამაშო მოედანად აქციონ. ცხადია, მე ამას ვერ დავუშვებ“, - აღნიშნულია წერილში.

  • ტრამპის ამ განცხადებას უპასუხა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

"ევროკავშირის ექსპორტზე 30%-იანი ტარიფები დააზიანებს ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციენტებს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს", აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

“ევროკავშირის ექსპორტზე 30%-იანი ტარიფები დააზიანებს ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციენტებს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს.

გავაგრძელებთ შეთანხმებისთვის მუშაობას 1-ელ აგვისტომდე.

ამავდროულად, მზად ვართ პროპორციული კოტრზომების საფუძელზე დავიცვათ ევროკავშირის ინტერესები," - წერს ფონ დერ ლაიენი.