ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, უპირობოდ დაუჭიროს მხარი ყველა ქმედებას, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს, - ინფორმაციას CNN-ი ჩრდილოეთ კორეულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"გავცვალეთ მოსაზრებები უკრაინის კრიზისის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე. ჩვენმა კორეელმა მეგობრებმა დაადასტურეს თავიანთი მტკიცე მხარდაჭერა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზნის, ასევე, რუსეთის ხელმძღვანელობისა და შეიარაღებული ძალების ქმედებების მიმართ“, - განაცხადა ლავროვმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ კორეაში სამდღიანი ვიზიტით პარასკევს ჩავიდა.