ლიკვიდირებულია რუსეთის ორი ჯაშუში, რომლებიც უკრაინელი ოფიცრის მკვლელობაში იყვნენ ეჭვმიტანილი

ლიკვიდირებულია რუსეთის ორი ჯაშუში, რომლებიც უკრაინელი ოფიცრის მკვლელობაში იყვნენ ეჭვმიტანილი

უკრაინის განცხადებით, მათ რუსეთის ორი ჯაშუში მოკლეს - ლიკვიდაცია, უკრაინელი დაზვერვის ოფიცრის მკვლელობას უკავშირდება.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) ხელმძღვანელმა, ვასილ მალიუკმა დღევანდელ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ორი აგენტი, რომლებიც პოლკოვნიკი ივან ვორონიჩის მკვლელობაში იყვნენ ეჭვმიტანილი, ლიკვიდირებულები არიან.

მისი თქმით, ეჭვმიტანილები დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევას ეცადნენ, რა დროსაც უკრაინელებმა მათი ლიკვიდაცია მოახდინეს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელი პოლკოვნიკი ივან ვორონიჩი ავტოსადგომზე იმყოფებოდა, როდესაც მას უცნობი თავდამსხმელი მიუახლოვდა და ცივი იარაღით რამდენჯერმე დაჭრა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები პოლკოვნიკის გადაადგილებას მანამდეც ადევნებდნენ თვალს, მისი მკვლელობის შემდეგ კი მიმალვას შეეცადნენ.

კვირას უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ განაცხადა, რომ მოკლული ორივე აგენტი "უცხო ქვეყნის მოქალაქეს" წარმოადგენდა, თუმცა მათ სხვა დეტალების გაჟღერებისგან თავი შეიკავეს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა