ავტორი:

მამარდაშვილის დებიუტი “ლივერპულში“, მშრალად შენახული კარი, წუთიერი დუმილი დაღუპული დიოგუ ჟოტას და ანდრე სილვასთვის - მნიშვნელოვანი მომენტები ემოციური მატჩიდან

მამარდაშვილის დებიუტი “ლივერპულში“, მშრალად შენახული კარი, წუთიერი დუმილი დაღუპული დიოგუ ჟოტას და ანდრე სილვასთვის - მნიშვნელოვანი მომენტები ემოციური მატჩიდან

“ლივერპულში“ გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა.

ინგლისის გუნდმა პირველი ამხანაგური მატჩი „პრესტონთან“ ჩაატარა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

შეხვედრის დაწყების წინ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ავტოავარიაში გარდაცვლილი დიოგუ ჟოტას და მისი ძმის ანდრე სილვას ხსოვნას.

ახალწვეულმა გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, 55-ე ნომრიანი მაისურით ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილმა პირველი მატჩი ლივერპულში “Clean Sheet”-ით დაასრულა.

პირველი ტაიმის შემდეგ მთელი გუნდი შეიცვალა და კარში მამარდაშვილის ნაცვლად ფრედერიკ ვუდმანი ჩადგა, რომელიც გასულ სეზონში „პრესტონის“ ღირსებას იცავდა.

„ლივერპული“ 26 ივლისს მორიგ შეხვედრას ჰონგ-კონგში „მილანთან“ გამართავს, კიდევ ოთხ სპარინგს ჩაატარებს, 15 აგვისტოს კი, პრემიერლიგის პირველ ტურში „ბორნმუთს“ უმასპინძლებს.

წყარო: sportall

ფოტო: Geo Team

იხილეთ ასევე: