“ლივერპულში“ გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა. ინგლისის გუნდმა პირველი ამხანაგური მატჩი „პრესტონთან“ ჩაატარა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.
ქართველმა ფეხბურთელმა პირველ ტაიმში კარის მშრალად შენახვა შეძლო, შემდეგ კი შემადგენლობა მთლიანად შეიცვალა, თუმცა “ლივერუპულმა“ მეტოქეს დამარცხება შეძლო.

“განსაკუთრებული მომენტია ჩემს ცხოვრებაში. ბედნიერი ვარ ჩემი დებიუტით ლივერპულში.
ამაყი ვარ, რომ გავხდი პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ითამაშა ამ ლეგენდარულ კლუბში.
ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს ჩემი ოჯახისთვის და მთელი საქართველოსთვის.
მადლობთ მხარდაჭერისთვის. ეს მხოლოდ დასაწყისია,“ - აღნიშნავს მამარდაშვილი.
იხილეთ ასევე: