ავტორი:

ლონდონის Southend-ის აეროპორტში მცირე ზომის თვითმფრინავი აფეთქდა - გაუქმდა ფრენები, პერიმეტრიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა: რა ხდება ცნობილი ამ დროისთვის

ლონდონის Southend-ის აეროპორტში მცირე ზომის თვითმფრინავი აფეთქდა - გაუქმდა ფრენები, პერიმეტრიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა: რა ხდება ცნობილი ამ დროისთვის

ლონდონის Southend-ის აეროპორტში მცირე ზომის თვითმფრინავი აფეთქდა.

მედიის ცნობით, B200 Super King Air აფრენიდან მალევე ჩამოვარდა და აფეთქდა. ამ დროისთვის უცნობია Რამდენი მგზავრი იმყოფებოდა ბორტზე და არის თუ არა მსხვერპლი.

პოლიციამ მომხდარს „სერიოზული ინციდენტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ადგილზე მუშაობენ.

„საღამოს 4 საათამდე ცოტა ხნით ადრე შეგვატყობინეს 12 - მეტრიანი თვითმფრინავის შეჯახების შესახებ. ჩვენ ახლა ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურთან ვთანამშრომლობთ და სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება.

საზოგადოებას ვთხოვოთ, შეძლებისდაგვარად თავი აარიდონ ტერიტორიას, სანამ სამუშაოები გრძელდება", - აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.

ბრიტანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინების შესვლისთანავე აეროპორტისკენ 6 სხვადასხვა პროფილის სასწრაფო დახმარების მანქანა გაემართა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, ლონდონის Southend-ის აეროპორტში ყველა ფრენა გაუქმდა. ახლომდებარე რაგბისა და გოლფის კლუბებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

წყარო