აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალს ესწრება, სადაც ერთმანეთს პსჟ და ჩელსი უპირისპირდებიან.


მატჩი ისტ რატერფორდის "მეტლაიფიზე" თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყო. ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაშია
ფინალს ესწრებიან სხვადასხვა ცნობილი სახეებიც.
Geo Team -ის ინფორმაციით, მათ შორისაა ცნობილი იუთუბერი Thogden, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრების მაისური მოირგო.

