ფეხბურთის სამყარო ბოლო დროს ძალიან შეიცვალა. წარსულში ყურადღების ცენტრში კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი იყვნენ თავიანთი არაჩვეულებრივი შესაძლებლობებით. დღევანდელი ვარსკვლავები მსგავსი დონის ყურადღებას აღარ იმსახურებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი უნარები ნაკლებად შთამბეჭდავია. პირიქით, ისინი შესაძლოა უფრო დახვეწილებიც კი იყვნენ დრიბლინგში, სისწრაფესა და ბურთის კონტროლში, რის მაგალითიც ამ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილეთ. ამ ტურნირის და ზოგადად, ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ამჟამად ხვიჩა კვარაცხელიაა.
კვარაცხელია პსჟ-ში ოთხ წელიწადნახევრიანი კონტრაქტით, €65 მილიონად გადავიდა. ლუის ენრიკეს გუნდში ის "ნაპოლიდან“ ჩაირიცხა, სადაც 191 თამაშში 46 გოლი გაიტანა და 48 საგოლე გადაცემა გააკეთა. მანამდე ის ქართულ გუნდ "დინამო ბათუმში“ თამაშობდა, საიდანაც ნეაპოლელებმა €13.3 მილიონად შეიძინეს, მან კი "ნაპოლის" წლების განმავლობაში ნანატრი "სკუდეტო" მოუტანა. საქართველოს ნაკრების წარმატებაშიც კვარაცხელიამ დიდი წვლილი შეიტანა, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ქვეყანა პირველად გავიდა, სადაც ყველაზე დაბალრეიტინგულმა გუნდმა მოახერხა და ჯგუფური ეტაპი წარმატებით გადალახა...
ხვიჩა კვარაცხელია 2023 წელს დაქორწინდა იმჟამინდელ შეყვარებულ ნიცა თავაძეზე, რომელსაც ორი წელი ხვდებოდა. ნიცა საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს - აქვს სოციალური მედიის ანგარიშები, სადაც იშვიათად აქტიურობს და საზოგადოება ძირითადად მხოლოდ მატჩებზე ხედავს, როდესაც ქმარს გულშემატკივრობს.

ერთხელ ხვიჩას ნიცას მხარდაჭერის შესახებ ჰკითხეს, რაზეც უპასუხა, რომ ნიცა ძალიან ემოციურია და შესაძლოა ცრემლებიც კი წამოუვიდეს, როდესაც ის გოლს იტანს. ნიცას ნახვა მართლაც რთულია, ის რამდენიმეჯერ გამოჩნდა თამაშებზე და მოედანზეც ჩავიდა, როდესაც კვარაცხელიამ "ნაპოლის“ 33 წლის განმავლობაში პირველად მოაგებინა სერია A-ს ტიტული. კვარაცხელიას ცოლი თასის მოპოვებით გამოწვეულ საერთო გამარჯვებას შეუერთდა.
მაშ, ვინ არის ნიცა თავაძე? - მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის ვარსკვლავისთვის ჩვეულებრივი ამბავია მოდელზე ან კინოვარსკვლავზე დაქორწინება, იშვიათია ისეთი მეუღლის ყოლა, რომელიც ექიმია. სწორედ ასეთია ნიცა თავაძე, ხვიჩას მეუღლე. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო განათლებას იღებდა, მაშინ როდესაც კვარაცხელიასთან მისი რომანი ვითარდებოდა.
რადგან ნიცა თბილისში სწავლობდა, კვარაცხელიას "ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ, გოგონა დიდხანს ვერ გადავიდა ნეაპოლში. ამ პერიოდში წყვილი დისტანციურად ურთიერთობდა.
კვარაცხელიამ თავის საცოლეზე თქვა:
"ფეხბურთელების ცოლებმა და შეყვარებულებმა იციან, რომ მათ არ შეუძლიათ ყოველდღე დაგვირეკონ ან მოგვწერონ ჩვენი გადატვირთული განრიგის, ვარჯიშებისა და თამაშების გამო. მას ეს სრულად ესმის".
თუმცა, კვარაცხელიამ იმჟამინდელი დისტანცია მოედანზე რომანტიკული ჟესტებით "გადაფარა", მაგალითად, როდესაც "ნაპოლისა“ და "მონაკოს“ მატჩის დროს, სპეციალურად ნიცასთვის ქართული ასო "ნ“ ჟესტებით გამოსახა.
ვიცით, რომ ნიცა თავაძე მომავალი ექიმია, თუმცა ბევრი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი მისი სპეციალობის ან პრაქტიკის ადგილის შესახებ. ასევე ვიცით, რომ თავაძე საქართველოში სწავლობდა და ქართული კულტურა ძალიან ახლოს არის მასთან, რაც წყვილის ქორწილშიც გამოიკვეთა - ჯვრისწერის ცერემონიალი ტრადიციული ქართული წესით, სამთავროს მონასტერში, მცხეთაში შედგა.

ფეხბურთელების დიდი ნაწილის პარტნიორებისგან განსხვავებით, რომლებიც აღიარებას სოციალური მედიის მომგებიანი გვერდების შექმნისთვის იყენებენ, ნიცა თავაძე თითქმის არ ჩანს ონლაინ.
როგორ შეხვდა მსოფლიო კლასის ფეხბურთელი სამედიცინოს სტუდენტს და როგორ ჩამოყალიბდა მათ შორის გულწრფელი ურთიერთობა, რომელიც ქორწინებაში გადაიზარდა? - როგორც ჩანს, საერთო მეგობრების მეშვეობით. წყვილი ერთმანეთს საერთო მეგობარმა გააცნო, მაგრამ შეხვედრა მხოლოდ ერთი თვის შემდეგ დაიწყეს.

სავარაუდოდ, გრძნობები მაშინვე არ გაჩენილა და ურთიერთობის ჩამოყალიბებას გარკვეული დრო დასჭირდა, მაგრამ როგორც კი ეს მოხდა, წყვილმა საჯაროდ გამოჩენა დაიწყო. 2022 წლისთვის კვარაცხელიამ დაადასტურა, რომ ის ურთიერთობაში იყო ნიცასთან.
კვარაცხელიას და ნიცას ერთი ვაჟი ჰყავთ, სახელად დამიანე, რომელიც გასული წლის აგვისტოში დაიბადა. შვილის დაბადების შემდეგ კვარაცხელიამ თქვა:
"ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა! უცებ ვიგრძენი უზარმაზარი პასუხისმგებლობა მამა გავმხდარიყავი. ჩემი შვილის დაბადებამ უზარმაზარი ბედნიერება მომიტანა და ახლა ყველაფერს სხვაგვარად ვხედავ. ყოველდღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, ყველას შეუძლია ასეთი ბედნიერება განიცადოს თავის ცხოვრებაში.“

მიუხედავად იმისა, რომ ნიცა პირად სივრცეს იცავს, გულშემატკივრებს შეუძლიათ კვარაცხელიას ცხოვრებაზე ინფორმაცია მისი სოციალური მედიის გვერდებიდან მიიღონ, სადაც ის ოჯახს ახსენებს.

კვარაცხელიების ოჯახი ძალიან დახურულია, წყვილი ახერხებს პოპულარობისა და პირადი ცხოვრების დაბალანსებას, რითაც ორივე სამყაროს საუკეთესო მხარეებით ტკბებიან!
იხილეთ ასევე: