ავტორი:

გინესის რეკორდსმენი ბრილიანტის ხიდიდან რეგიონის "დისნეილენდამდე": Kass Land - მა საქართველოში საუკეთესო ატრაქციონების პარკი შექმნა

გინესის რეკორდსმენი ბრილიანტის ხიდიდან რეგიონის "დისნეილენდამდე": Kass Land - მა საქართველოში საუკეთესო ატრაქციონების პარკი შექმნა

წალკის კანიონის დაცული ტერიტორიის საკულტო „ბრილიანტის ხიდი“, გრანდიოზული ატრაქციონების პარკი, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე გრძელი კარტინგის ტრასა და ახლად გახსნილი სასტუმრო კომპლექსი - ეს იმ ყველაფრის არასრული ჩამონათვალია, რასაც ექსტრემალური და სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებს Kass land dimond resort-ი სთავაზობს.

Kass land dimond resort-ი, რომელსაც სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით უდიდესი პოტენციალი აქვს, თბილისიდან სულ რაღაც 90 კილომეტრში მდებარეობს და მის უნიკალურობას სწორედ ის განაპირობებს, რომ წელიწადის ნებისმიერ დროს საუკეთესო დასასვენებელი ადგილია.

აქ მოსულ სტუმარს შეუძლია ჩავიდეს კანიონზე, დაათვალიეროს დაცულ ტერიტორიაზე არსებული „ბრილიანტის ხიდი“ და ისარგებლოს ატრაქციონების უზარმაზარი პარკით, რომელიც „დისნეი ლენდის“ პრინციპით არის გაშენებული. ასევე განთავსდეს KASS LAND რეზორტში შემავალ ახლადგახსნილ 55 ნომრიან სასტუმრო კომპლექსში (3 „პენტჰაუზით“) კანიონის პანორამული ხედებით.

Kass land dimond resort-ი ამავდროულად ჰქმნის იდეალურ გარემოს ოჯახური დასვენებისთვის. როგორც Kass land dimond resort-ის გენერალური მენეჯერი სოფო ჯღარკავა აღნიშნავს, ოჯახებით ჩამოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ბავშვები ატრაქციონების უზარმაზარ პარკში წაიყვანონ, რომელიც მოიცავს 30 მეტრზე მოწყობილ წყლის ატრაქციას, გიგანტურ სასრიალო ცისარტყელას, თოკების ლაბირინთს, ხოლო თავად დაკავდნენ ისეთი აქტივობებით როგორიც არის „ბაიკ ზიპლაინი“, გიგანტური საქანელა, ასევე ეწვიონ უნიკალურ შუშის ხიდს, შუაში დაკიდებული ბრილიანტის ფორმის ბარით.

“Kass land dimond resort-ს სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით უდიდესი პოტენციალი აქვს. მსგავსი კურორტი საქართველოში ბევრი არ გვაქვს, მის უნიკალურობას კი რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.

პირველი ის, რომ აქ მოსულ სტუმარს შეუძლია ჩავიდეს კანიონზე, დაათვალიეროს დაცულ ტერიტორიაზე არსებული „ბრილიანტის ხიდი“, „ბრილიანტის კაფე“, რომელიც კანიონს ზემოდან გადაჰყურებს.

ექსტრემალური ტურიზმის მიმართულებით კი აღსანიშნავია “ზიპ ბაიკი” და გიგანტური საქანელა. ეს ყველაფერი ჯამში დაუვიწყარ ემოციებს იწვევს ტურისტებში, ჯერ არ გვინახავს გულგრილი ემოციით წასული სტუმარი.

მნიშვნელოვანია ის, რომ ოჯახებით ჩამოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ბავშვები ატრაქციონების პარკში წაიყვანონ, სადაც განთავსებულია აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე გრძელ ტრასაზე მოწყობილი კარტინგის ტრასა, რომელიც განკუთვნილია როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის. როგორც კომპეტენტური პირები აღნიშნავენ, ტრასის სიგრძე კილომეტრზე მეტია და განკუთვნილია როგორც მოყვარულებისთვის, ისე პროფესიონალებისთვის. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მოთხოვნადია ისეთი კორპორატიული აქტივობები, რომელიც კარტინგში შეჯიბრებას მოიცავს.

ამავდროულად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ დაკავდნენ ექსტრემალური სპორტით. ეს ადგილი ეკოტურისტების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. არის ხელშეუხებელი ბუნება, სუფთა ჰაერი, კანიონი, რომელიც არასდროს არის ერთი ფერის და გადაადგილებისას მუდამ იცვლის ფერს, იქვეა ჩანჩქერი, მდინარე... ეს უნიკალური ბუნება სტუმრებს აღაფრთოვანებთ. Kass land dimond resort ახალი ტურისტული დროშაა საქართველოში, რომელიც ტურისტებში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს“,-აღნიშნავს სოფო ჯღარკავა.

რაც შეეხება სასტუმრო Kass Diamond Resort-ს, უნდა აღინიშნოს, რომ რეზორტი მოიცავს ახლად გახსნილ 55-ნომრიან სასტუმროს, 3 „პენტჰაუზით“ და კანიონის პანორამული ხედით, ასევე სასტუმროს ტიპის 62 „ვილა ჰაუსს“. ყველა ნომერს აქვს ხედი, ნაწილს კანიონზე, ნაწილს კი ტყეზე, რაც დასვენებას კიდევ უფრო უნიკალურს და სასიამოვნოს ხდის.

„სასტუმროს ყველა ნომერი საერთაშორისო სტანდარტით არის აღჭურვილი, კლასიკური ტიპის. სტუმრებს შეუძლიათ მაქსიმალური კომფორტი მიიღონ და დატკბნენ ხედებით. აღსანიშნავია, რომ ყველა ნომერს აქვს ხედი, ნაწილს კანიონზე, ნაწილს კი ტყეზე. ასევე, არ არსებობს ნომერი, რომელსაც აივანი არ აქვს. პრემიუმ კლასის ნომრების უნიკალურობას განაპირობებს ის, რომ თითოეული არის 450 - 500 კვადრატულ მეტრზე ზემოთ, აივნებით. ყველა ნომერში არის ჯაკუზი, მასაჟის მაგიდა, მოთხოვნის შემთხვევაში სტუმარს შეუძლია მასაჟის მომსახურება მიიღოს ნომერი, ასევე ნომერშია სამზარეულოს კუთხე, რომელიც ჭურჭლითაა აღჭურვილი, ნომრები ასევე მოიცავს საგარდერობე სივრცესა და აბაზანას. რაც შეეხება ტერასას, ტერასა არის 150 კვადრატული მეტრის, ნაწილი წალკის კანიონს გადაჰყრუბს, ნაწილი კი ტყეს. გარე ავეჯითა და ჯაკუზით მოწყობილი. აღსანიშნავია ისიც, რომ სასტუმროში განთვასებისას სტუმარს მრავალფეროვან გარემოს ვთავაზობთ, კერძოდ, მათ შეუძლიათ ისარგებლონ სპა სერვისებით - საუნით, მასაჟის ოთახებით, 4 მასაჟის ოთახი გვაქვს 2 წყვილის და 2 ერთ ადგილიანი. ასევე სასტუმრო კომპლექსი მოიცავს 160 სტუმარზე გათვლილ 2 საკონფერენციო დარბაზს, ეს უნიკალური შესაძლებლობაა თბილისთან ახლოს ჩატარდეს ღონისძიებები საკონფერენციო სივრცის მოთხოვნით, რაც მორგებულია ყველა წყობაზე: თეატრალურსა და საკლასოზე“, - აღნიშნავს სოფო ჯღარკავა.

KASS LAND dimond resort -ს უმთავრესად ადგილობრივი მოსახლეობა, 220-მდე პირი ყავს დასაქმებული.

Kass land dimond resort-ში მისულ დამსვენებლებს უნიკალურ ბუნებასთან ერთად ქართული გასტრონომია და სტუმართმოყვარეობაც აღაფრთოვანებთ. ჭაპალა თევზი და ე.წ. კარტოფილი წალკურად - ეს ორი კერძი ტურისტებში დიდ პოპულარობით სარგებლობს და ადგილობრივ სავიზიტო ბარათსაც კი წარმოადგენს. ამრიგად, კასკადური ჩანჩქერი, რომელიც მდინარე ხრამში ჩაედინება, კანიონი, უნიკალური ბუნება - ფლორა და ფაუნა, ქართული გასტრონომია, ეს ყველაფერი ექსტრემალური და სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებისთვის წალკაში მოგზაურობას გამორჩეულს ხდის.

ინფორმაციისთვის, KASS GROUP საქართველოში ტურიზმისა და ეკოტურიზმის მიმართულებით მსხვილ ინვესტიციებს 2016 წლიდან ახორციელებს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია წალკის კანიონის (ყოფილი დაშბაშის კანიონი) ტურისტული განვითარება, რომელიც უნიკალური გეოლოგიური და ეკოლოგიური ზონა და დაცული ტერიტორიაა. საინვესტიციო პროექტის ფარგლებში შეიქმნა თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელმაც რეგიონის პოპულარობა და შესაბამისად, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად განაპირობა. კანიონს დღემდე 250,000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია. წლიური ზრდის მაჩვენებელი კი 20-25%-ს აღწევს. ობიექტი ყოველდღიურად დაახლოებით 1000 ტურისტს მასპინძლობს. 2016 წლიდან დღემდე, KASS ჯგუფის ინვესტიციამ საქართველოში 200 მილიონ ლარს გადააჭარბა.

R