ავტორი:

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა - რა ხდება ცნობილი

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა - რა ხდება ცნობილი

ქუთაისში, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდობის გამზირზე 2 მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, შედეგად მსუბუქი ავტომობილების მძღოლები ადგილზე დაიღუპნენ.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა პოლიცია და მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.