ავტორი:

ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უკრაინაში ჩავიდა

ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უკრაინაში ჩავიდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი „ტელეგრამზე“ იუწყება.

„თავდაცვა, უსაფრთხოების გაძლიერება, შეიარაღება, სანქციები, ჩვენი ხალხის დაცვა, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება - მრავალი თემაა განსახილველი“, - აღნიშნა ერმაკმა.

მისი თქმით უკრაინა მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიდგომას „მშვიდობა ძალის საშუალებით“.