ავტორი:

ტრაგედია ქუთაისში: სატვირთოსთან ორი მანქანის შეჯახების შედეგად, ორივეს მძღოლი ადგილზე დაიღუპა -  ცნობილია ერთ-ერთი გარდაცვლილის ვინაობა

ტრაგედია ქუთაისში: სატვირთოსთან ორი მანქანის შეჯახების შედეგად, ორივეს მძღოლი ადგილზე დაიღუპა -  ცნობილია ერთ-ერთი გარდაცვლილის ვინაობა

ტრაგედია დატრიალდა ქუთაისში, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა.

როგორ ცნობილი ხდება, ერთ-ერთი გარდაცვლილი შაკო აფრიდონიძეა. მომხდარის შესახებ თვითმხილველები სოციალურ ქსელში წერენ.

მათი თქმით, 2 ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა. ახალგაზრდა გოგო ადგილზე გარდაიცვალა. ბიჭი კი გონზე იყო და დახმარებას ითხოვდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევა წუხელ ახალგაზრდობის გამზირზე მოხდა.

გაჩერებულ სატვირთოს 2 ავტომობილი შეეჯახა, ორივე მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

იხილეთ ასევე: