ავტორი:

“ტვ პირველის“ ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში სცემეს, მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება

“ტვ პირველის“ ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში სცემეს, მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფი „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში სცემეს.

არხის ცნობითვე, ბაჩიაშვილს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება და ის გლდანის საპატიმროს სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ამ წუთებში ბაჩიაშვილის ადვოკატები გლდანის მე-8 დაწესებულებისკენ მიემართებიან.

„ინტერპრესნიუსი“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსგან პასუხს ელოდება. სააგენტო ცდილობს პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურთან დაკავშირებასაც.