ქუთაისში წუხელ მომხდარ ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა.
ერთ-ერთის მძღოლი გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, მეორე ავტომობილის მძღოლი ბიჭი კი გონზე იყო და დახმარებას ითხოვდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ცნობილი ხდება გარდაცვლილი ახალგაზრდების ვინაობა - გოგონა 19 წლის მარიამ (მიმი) გიორგაძეა, ბიჭი კი - შაკო აფრიდონიძე.
გარდაცვლილი გოგონა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტის, გიორგი გიორგაძის შვილიშვილია, ამის შესახებ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის სამძიმრის წერილშია ნათქვამი.