10 ივლისს, ესპანეთის ქალაქ პამპლონაში, ტრადიციული სან ფერმინის ფესტივალი დაიწყო. ცხრადღიან სახალხო ფესტივალზე თეთრ სამოსსა და წითელ ხელსახვევში გამოწყობილი მოხალისეები ხარებთან ერთად ქალაქის ქუჩებში დარბიან და ფესტივალს წითელი ღვინით ზეიმობენ.
ყოველ წელიწადს ათასობით მძაფრი შეგრძნების მოყვარული ადამიანი ჩადის, ესპანეთის ერთ-ერთ უძველეს ქალაქში, რათა მონაწილეობა მიიღონ ამ გიჟურ რბოლაში ან თვალი ადევნონ მას.

აღსანიშნავია, რომ "სან ფერმინის" ესპანეთში ხანგრძლივი ისტორია აქვს. იგი პირველად 1591 წელს ჩატარდა და ტრადიციულად 9 დღის განმავლობაში გრძელდება. მისი პოპულარობის ზრდა ლიტერატურასაც უკავშირდება - ამერიკელმა მწერალმა, ერნესტ ჰემინგუეიმ ფესტივალი თავის რომანში "და აღმოხდების მზე“ უკვდავყო.






