ავტორი:

“დღეს გავიგე, რომ ზურა ჯაფარიძის დედა გარდაიცვალა, ვერ გაუძლო უსამართლობას და შვილთან განშორებას...“ - მამუკა ხაზარაძე

“დღეს გავიგე, რომ ზურა ჯაფარიძის დედა გარდაიცვალა, ვერ გაუძლო უსამართლობას და შვილთან განშორებას...“ - მამუკა ხაზარაძე

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე “კოალიცია ცვილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს დედის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმარს უცხადებს.

“სამარტოო საკანში ბუნებრივი ამბავია ფიქრი, შენს თავში ჩაღრმავება და გახსენება... გახსენება ყველაფრის, რაც აქამდე განგიცდია. ამ განცდებსა და მოგონებებში დედა ყველაზე ხშირად მახსენდება. სულ ვფიქრობ, თუ როგორი იქნებოდა მისი მდგომარეობა, მე რომ აქ ვენახე.

დღეს გავიგე, რომ ზურა ჯაფარიძის დედა გარდაიცვალა. ვერ გაუძლო უსამართლობას და შვილთან განშორებას... წარმოვიდგენ, თუ რას განიცდიდა მშობელი დედა და რას განიცდის ზურა ახლა...

ზურა, გია, თანაზიარი ვარ თქვენი მწუხარების.

ნათელში გიმყოფოთ მისი სული. დედებს გაუფრთხილდით...“ - ავრცელებს ციხეში მყოფი მამუკა ხაზარაძე წერილს.