სერიის „მე ვარ პერსონა“ მეოთხე ტომი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და გენიალური ფიგურის, ლეონარდო და ვინჩის ცხოვრებაზე გვიყვება, უკვე ხელმისაწვდომია „ბიბლუსის“ ქსელში.
14 ივლისიდან ერთი კვირის განმავლობაში წიგნი „მე ვარ ლეონარდო და ვინჩი“ სპეციალურ ფასად — მხოლოდ 14 ლარად გაიყიდება!
„მე ვარ ლეონარდო და ვინჩი“ არ არის უბრალოდ ბიოგრაფიული წიგნი, ეს არის მოზარდების ასაკზე ადაპტირებული, მაგარყდიანი, ილუსტრირებული წიგნი, რომელიც მეცნიერებით შეპყრობილ საოცარ სამყაროში გამოგზაურებს. სამყაროში, რომელსაც ლეონარდო და ვინჩი ქმნიდა.
ვინ იყო ლეონარდო და ვინჩი? გენიოსი თუ მისტიკით მოცული მოგზაური?
ლეონარდო და ვინჩი ხშირად წარმოგვიდგენია როგორც მხატვარი, რომელმაც შექმნა მონა ლიზა და საიდუმლო სერობა, მაგრამ რეალურად, ის იყო მეცნიერიც, გამომგონებელიც, ინჟინერიც, ანატომიც და… სავარაუდოდ, მომავლის ხედვით დაჯილდოებული გონიერი არსებაც. მასზე ამბობენ, რომ დრო უსწრებდა. მისი ჩანახატები შთამბეჭდავად ზუსტია და ბევრ მათგანში ისეთი გამოგონებებია აღწერილი, რომლებიც მხოლოდ საუკუნეების შემდეგ გაჩნდა რეალურ სამყაროში — მაგალითად, ვერტმფრენის ან პარაშუტის პროტოტიპები.
ლეონარდო მხოლოდ მეცნიერებით ან ტექნოლოგიით არ იყო შთაგონებული. ის იკვლევდა სამყაროს საიდუმლოებებს, აკვირდებოდა ბუნებას სიყვარულით, ხატავდა ღრმა სულიერებით და ქმნიდა ხელოვნებას, რომელიც დღემდე კითხვებს ბადებს.
ლეონარდოს ნახატებში დღესაც ეძებენ დამალულ სიმბოლოებს. მისი ხელწერა უკუღმა იყო დაწერილი და ზოგჯერ ითხოვდა მკითხველისგან შუქის გამოყენებას, რათა დაენახა ის, რაც თითქოს არ ჩანდა.
„მე ვარ პერსონა“ – წიგნების სერია პატარა მკითხველებისთვისაა, რომელიც მსოფლიოში ცნობილ ადამიანებზე, მეცნიერებზე, ხელოვანებზე, გამომგონებლებსა და მეწარმეებზე გვიყვება საინტერესო ისტორიებს.
ილუსტრირებული და დინამიკური თხრობა კი სწორედ 8-12 წლის ბავშვებისთვისაა შექმნილი. სწორედ იმ ასაკისთვის, როცა შთაგონება, კითხვისადმი სიყვარული და წარმოსახვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„მე ვარ ლეონარდო და ვინჩი“ – სწორედ ის წიგნია, რომელიც არა მხოლოდ უყვება ბავშვს ლეგენდარული მხატვრის ბიოგრაფიას, არამედ უხსნის, როგორ შეიძლება ადამიანი ყველა სფეროს შეეხოს და საკუთარი გზა თვითონ შექმნას.
R