ავტორი:

"როდესაც დგებუაძემ შემაფურთხა, იმდენად ცუდად ვიყავი, ვთქვი, რომ წყალი მოეტანათ, ვითხოვე საპირფარეშოც, მან კი თქვა: "არანაირი წყალი, არც საპირფარეშოში გაიყვანოთო” - მზია ამაღლობელი

"როდესაც დგებუაძემ შემაფურთხა, იმდენად ცუდად ვიყავი, ვთქვი, რომ წყალი მოეტანათ, ვითხოვე საპირფარეშოც, მან კი თქვა: "არანაირი წყალი, არც საპირფარეშოში გაიყვანოთო” - მზია ამაღლობელი

როდესაც [ირაკლი დგებუაძემ] შემაფურთხა, იმდენად ცუდად ვიყავი, წამოვვარდი და ვთქვი, რომ წყალი მოეტანათ, ასევე, ვითხოვე საპირფარეშო - დგებუაძემ თქვა არანაირი წყალი, არც საპირფარეშოში გაიყვანოთო, დაე, .... - ამის შესახებ გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა, სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც იმ ეპიზოდზე ისაუბრა, რის გამოც ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს და ბრალი პოლიციელზე თავდასხმის მუხლით წარუდგინეს.

როგორც მზია ამაღლობელმა ჩვენების მიცემისას აღნიშნა, პოლიციის სამმართველოში ყველა მომართული იყო, რომ მას არაადამიანურად მოქცეოდა.

„შემიძლია, სასამრთლოს წერილობით ჩვენება უფრო დეტალურად მივცე. როდესაც [ირაკლი დგებუაძემ] შემაფურთხა, იმდენად ცუდად ვიყავი, წამოვვარდი და ვთქვი, რომ წყალი მოეტანათ, ასევე, ვითხოვე საპირფარეშო.

ერთადერთი ამის თქმა მოვახერხე. დგებუაძემ თქვა არანაირი წყალი, არც საპირფარეშოში გაიყვანოთო, დაე [ჩაიფსას]. თანამშრომლების თანდასწრებით ასე იქცეოდა, რომ მახსოვს გონება გამეთიშა, ცუდად ვიყავი. პოლიციის სამმართველოში ყველა მომართული იყო, რომ არაადამიანირად მომქცეოდა. მახსოვს ვიღაც მამაკაცი ამბობდა ხელბორკილი რატომ არ ადევსო. ხელბორკილები უკან შეუკარით, წინ არაო, ეს არის პოლიციელი დავით ათაბეგაშვილი“,- აღნიშნავს მზია ამაღლობელი.

ასევე, როგორც მზია ამაღლობელმა აღნიშნა, მას ადმინისტრაციული ჯარიმა არასდროს ჰქონია.

„ადმინისტრაციული ჯარიმა არასდროს მქონია, ავტობუსშიც კი არ ავსულვარ ბილეთის გარეშე. გარემოს სერიოზულად ვერ აღვიქვამდი, პასუხისმგებლიან პოლიციელს იქ ვერ ვხედავდი, იქ იყვნენ შავ ნიღბიანები. ღირსეულ საქმეს ნიღბის ტარება არ სჭირდება“,- აღნიშნა მზია ამაღლობელმა.

სასამართლო სხდომაზე რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა მზია ამაღლობელსა და პროკურორებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას.