"სადგურის მოედნის“ მიმდებარედ, სადაც ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა, სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ.
მოქალაქეები “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებენ, რომ ნანგრევებში რამდენიმე ადამიანია მოყოლილი და მათი ამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ადგილობრივების თქმით, ნანგრევებში მინიმუმ ორი ადამიანია მოყოლილი.
არსებული ინფორმაციით კორპუსის შიგნით დაშავებულები არ არიან, სავარაუდოდ ნანგრევებში გამვლელები და ადგილობრივი მოვაჭრეები მოყვნენ.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, ტერიტორიაზე დაზიანებული ავტომობილები.