კოალიცია "ცვილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს რამდენიმე დღის წინ დედა გარდაეცვალა. ზურა, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია, დედის პანაშვიდზე მიიყვანეს.
აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს და ბრალდებაც ოფიციალურად წაუყენეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რომელიც ჯაფარიძემ არ გადაიხადა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
იხილეთ ასევე: