ავტორი:

ესპანეთში ძლიერ სიცხეს ბოლო ორი თვეში 1180 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში ძლიერ სიცხეს ბოლო ორი თვეში 1180 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში ძლიერ სიცხეს ბოლო ორი თვის განმავლობაში 1180 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ესპანეთის გარემოს დაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • ესპანეთის გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, ძლიერი სიცხის შედეგად გარდაცვლილთა უმეტესობა 65 წელს გადაცილებულია, ხოლო ნახევარზე მეტი კი ქალია.

გამოცემის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურების შედეგად ყველაზე მეტად გალისიის, ლა რიოხას, ასტურიისა და კანტაბრიის პროვინციები დაზარალდა.

ესპანეთის მსგავსად, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მაღალი ტემპერატურა დასავლეთ ევროპის ბევრ ქვაყანაში დაფიქსირდა. Reuters-ის ცნობით, ძლიერი სიცხით გამოწვეული სხვადასხვა მიზეზებით ევროპის 12 ქალაქში 2300-მდე ადამიანი დაიღუპა.