ავტორი:

არსებული ინფორმაციით, სენაკში ორ მოზარდს დენმა დაარტყა - რა არის ამ დროისთვის ცნობილი და რას ამბობენ ადგილობრივები?

არსებული ინფორმაციით, სენაკში ორ მოზარდს დენმა დაარტყა - რა არის ამ დროისთვის ცნობილი და რას ამბობენ ადგილობრივები?

სენაკში ორ მოზარდს დენმა დაარტყა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ხიდზე გადადიოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთს ხიდის ქვეშ გაჩერებულ სატვირთო მატარებლის ცისტერნაზე ქუდი ჩაუვარდა.

მოზარდები ვაგონზე გადაძრომის დროს ელექტრო სადენს შეეხნენ. თვითმხილველის თქმით, ბავშვები კონტაქტურები არიან.

ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ზუგდიდის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.