ავტორი:

"ირაკლი ბათიაშვილი პატიმარი რომ იყო, მამამისის პანაშვიდებზე “კაციჭამია ნაცებს” ისე მიჰყავდათ და მოჰყავდათ, ვერ მიხვდებოდი, რომ ციხეში იჯდა" - რას წერს პოლიტიკოსის ქალიშვილი ზურა ჯაფარიძეზე?

"ირაკლი ბათიაშვილი პატიმარი რომ იყო, მამამისის პანაშვიდებზე “კაციჭამია ნაცებს” ისე მიჰყავდათ და მოჰყავდათ,  ვერ მიხვდებოდი, რომ ციხეში იჯდა" - რას წერს პოლიტიკოსის ქალიშვილი ზურა ჯაფარიძეზე?

კოალიცია "ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დედის გარდაცვალებამ და მისთვის პანაშვიდზე დასწრების კადრებმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. პატიმრობაში მყოფი ზურაბ ჯაფარიძე დედის პანაშვიდზე მხოლოდ 20 წუთით მიიყვანეს, რამაც სოციალურ ქსელში მწვავე შეფასებები მოჰყვა.

ზურაბ ჯაფარიძისთვის დედის პანაშვიდზე 20-წუთიანი დასწრების უფლების მიცემას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით გამოეხმაურა თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი. ის პოლიტიკოს ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილია, პირველი ქორწინებიდან, ხოლო დედა სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკოსი, მაია ნადირაძე გახლავთ.

"20 წუთით მიიყვანესო, ზურა ჯაფარიძე დედის გასვენებაში. 20 წუთით. როგორ და რანაირად მაგის კადრები ხომ ყველამ ნახეთ.

ძალიან არ მინდა, ჩემი ამ ბიოგრაფიული ბმის ხსენება, მაგრამ არ შემიძლია არ გავიხსენო.

ირაკლი ბათიაშვილი პატიმარი რომ იყო, შეიარაღებული გადატრიალების მცდელობისთვის (რაც მოგონილი დანაშაული არ ყოფილა, სხდომაზე არგამოცხადებისგან განსხვავებით), მამამისის პანაშვიდებზე იდგა მთელი დღე და “კაციჭამია ნაცებს” ისე მიჰყავდათ და მოჰყავდათ, თუ არ იცოდი ვერ მიხვდებოდი, რომ ციხეში იჯდა.

რუსის და ფულის მონები რომ არიან გავიგეთ, მაგრამ ასეთი რა სივერაგე უფუთფუთებთ, ასეთ რა ნაძირალობაზე არიან დამყნობილი, მე აღარ მესმის.

მარა მაინც ნაციქოციერთია, ხო..." - წერს ნუცა ბათიაშვილი.

  • ირაკლი ბათიაშვილის საქმე

2006 წლის ივლისში პროკურატურამ ირაკლი ბათიაშვილს, მაშინდელი ოპოზიციური მოძრაობა "წინ საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ემზარ კვიციანის ამბოხის ინტელექტუალური მხარდაჭერისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებები წაუყენა.