ავტორი:

"აბა, რა ვქნათ? პოლიციით გამოვასახლოთ?!" - რას წერს კონსტანტინე ზარნაძე სადგურის მოედანზე მომხდარ ტრაგედიაზე

"აბა, რა ვქნათ? პოლიციით გამოვასახლოთ?!" - რას წერს კონსტანტინე ზარნაძე სადგურის მოედანზე მომხდარ ტრაგედიაზე

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე სადგურის მოედანზე მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება:

"სამწუხაროდ, ბუნებრივია დღესაც მრავლადაა ავარიული კორპუსები თბილისში, მათ შორის გლდანშიც, საიდანაც მოსახლეობა არ გამოდის - მიუხედავად იმისა, რომ სახლები სიცოცხლისთვის საშიშია.

  • მერია არაერთხელ სთავაზობს ქირით გაყვანას, მაგრამ ვიღებთ კატეგორიულ უარს. მარტივია კლავიატურასთან მორალისტობა, როცა საკუთარ თავზე არ გადაგხდენია ასეთი სიტუაცია. აბა, რა ვქნათ? პოლიციით გამოვასახლოთ?! მერე იგივე ხალხი დაიწყებს ისტერიკა ადამიანის უფლებებზე,

საკუთარი სახლებიდან ხალხს ყრიანო.ისიც უნდა ითქვას პირდაპირ: ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა თბილისში საერთოდ არ არსებობდა 2021 წლამდე. სასაცილოა, როცა ამ თემაზე საუბრობს წინა მმართველობის წარმომადგენელი - ადამიანი, რომელსაც აზრადაც არ ჰქონია, რა უნდა ექნათ სიცოცხლისთვის სახიფათო შენობების შემთხვევაში.

ჩვენ ვქმნით სისტემას, რომელიც არ არსებობდა. სახელმწიფო თავის ვალდებულებას ასრულებს და გააგრძელებს. მაგრამ როცა მოქალაქე თავად უარს ამბობს დაცვაზე და სიცოცხლის შენარჩუნებაზე პროცესი ძალზედ რთულდება", - წერს კონსტანტინე ზარნაძე.

ცნობისთვის, თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოიშალა. კერძოდ, ჩამოინგრა შენობის ფასადის ნაწილი. ტრაგედიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი დაშავებული კი კლინიკაშია გადაყვანილი.