ბრიუსელში ჩემი გზავნილი მკაფიო და უცვლელია: ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს "ქართული ოცნების“ რეჟიმის სასტიკი რეპრესიების გამო - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია X-ზე წერს.
"ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომამდე, ბრიუსელში მინისტრებთან და ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებისას, ჩემი გზავნილი მკაფიო და უცვლელია: ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს "ქართული ოცნების“ რეჟიმის სასტიკი რეპრესიების გამო. აუცილებელია შეთანხმების მიღწევა კონკრეტულ, ტარგეტირებულ ზომებზე, რაც პასუხისმგებლობას სრულად დამნაშავეებს დააკისრებს”,-წერს გიორგი გახარია X-ზე.