ავტორი:

შოკისმომგვრელი კადრები ფლორიდიდან, სადაც მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა (ვიდეო)

შოკისმომგვრელი კადრები ფლორიდიდან, სადაც მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა (ვიდეო)

ვრცელდება შოკისმომგვრელი კადრები, თუ როგორ ვარდება მცირე ზომის თვითმფრინავი აშშ-ში, ფლორიდის ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანში. ის ძალიან ძალიან მცირე მანძილით ცდება სახლებს, ხეს ეჯახება და შემდეგ მიწაზე ვარდება. შემთხვევა კვირას, დაახლოებით, საღამოს 20:10 საათზე მოხდა. ოთხი ადამიანი, მათ შორის პილოტი და სამი მგზავრი, მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხელისუფლებას ბორტზე მყოფი პირების ვინაობა არ გაუსაჯაროებია, თუმცა NBC-ს ინფორმაციით, მათგან ორი არასრულწლოვანია.

ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავი ახლომდებარე ნორზ პერის აეროპორტს უახლოვდებოდა, როდესაც ასაფრენი ბილიკიდან დაახლოებით ერთი მილის დაშორებით ჩამოვარდა.

"კარგი ამბავი ის არის, რომ არავინ დაღუპულა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ თვითმფრინავი არ აფეთქებულა“, - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ავიაკატასტროფის მიზეზის დადგენას ცდილობენ.

წყარო