ავტორი:

"არასდროს შევხვედრივარ ქართველებივით თბილ, სტუმართმოყვარე და დიდსულოვან ხალხს..." - რობინ დანიგანი საქართველოს ემშვიდობება (ვიდეო)

"არასდროს შევხვედრივარ ქართველებივით თბილ, სტუმართმოყვარე და დიდსულოვან ხალხს..." - რობინ დანიგანი საქართველოს ემშვიდობება (ვიდეო)

აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანი სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვას ავრცელებს.

"გამარჯობა, საქართველო.

მსურს, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით, რომ დაგემშვიდობოთ და მადლობა გადაგიხადოთ. ჩემი 33-წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში არასდროს შევხვედრივარ ქართველებივით თბილ, სტუმართმოყვარე და დიდსულოვან ხალხს.

მადლობა, რომ გაგვიღეთ თქვენი გულისა და სახლის კარი მე და ჩემს ოჯახს. მადლობა, რომ გამიზიარეთ თქვენი გულითადი სადღეგრძელოები და გემრიელი სუფრა, თქვენი დიდებული პოლიფონიური სიმღერა და თქვენი უნიკალური კულტურა.

ჩვენ მოვიარეთ ეს ულამაზესი ქვეყანა სვანეთიდან უშგულამდე, კახეთიდან თუშეთამდე... სადაც არ უნდა წავსულიყავით, ყველგან საკუთარი ოჯახივით გვიღებდნენ. განცვიფრებულები ვართ თქვენი გულუხვი სტუმართმოყვარეობით.

ვიცი, რომ ამერიკელი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული კავშირი გაუტეხელია და ვიცი, რომ საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია. ერთად მუშაობით ჩვენი შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნა შეგვიძლია.

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი.

დიდი მადლობა და შეხვედრამდე!" - ამბობს დანიგანი.

შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობას ტოვებს. მისივე თქმით, ეს ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილება იყო და გაწვევა მთავრობას არ მოუთხოვია.