ავტორი:

"სიმღერა და ცეკვა, მეგობრებთან ერთად" - ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი კუნძულ კაპრიზე ისვენებს: ვრცელდება ჯონსონის ტავერნაში გართობის კადრები

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი იტალიაში კუნძულ კაპრიზე ისვენებს - ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ სვამს და მღერის ის ადგილობრივებთან ერთად. ვიდეო Taverna Anema e Core-შია გადაღებული.

"ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კაპრის ღამის ცხოვრების ცენტრში, Taverna Anema e Core-ში" - წერს იტალიური გამოცემა La Repubblica.

ყოფილმა პრემიერმა, დროშით ხელში, "Sweet Caroline“ , "The Beatles-ის "Hey Jude“ და Abba-ს "Mamma Mia“ შეასრულა. იგი მეუღლესთან, კერი ჯონსონთან და რამდენიმე მეგობართან ერთად შენიშნეს.

ღამის კლუბის მფლობელმა, ჯანლუიჯი ლემბომ, თავის ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა მათი ფოტო წარწერით: "ბენვენუტო კაპრიზე @borisjohnsonofficial! @tavernaanemaecore მიყვარხარ“.