ავტორი:

ავადმყოფობა და ბუნებრივი მოვლენები - რისი "წინასწარმეტყველება" შეუძლიათ ძაღლებს?

ავადმყოფობა და ბუნებრივი მოვლენები - რისი "წინასწარმეტყველება" შეუძლიათ ძაღლებს?

ალბათ ბევრს გინახავთ, ძაღლი, რომელიც გაფართოებული თვალებით უყურებს პატრონს, ათი წუთით ადრე, ვიდრე ეს უკანასკნელი მანქანის გასაღებს აიღებს. ან როგორც ძვრება საწოლის ქვეშ, ჭექა-ქუხილის დაწყებამდე ცოტა ადრე...

იქნებ, ეს, უბრალოდ, დამთხვევაა? არადა, ეს მოქმედებები ერთჯერადი სულაც არ არის და მუდმივად მეორდება.

ძაღლები ათასობით წელია ადამიანებთან ერთად ვითარდებიან და ამ ხნის განმავლობაში წარმოუდგენლად მგრძნობიარე დამკვირვებლებად იქცნენ - ისინი კარგად კითხულობენ ჩვენს ქცევებსა და ემოციებს.

თუ ამას დავამატებთ მათ გამახვილებულ გრძნობებს, დახვეწილ უნარს შაბლონების ამოცნობისა და სიღრმისეულ დაკავშირებას ჩვენს ყოველდღიურ ჩვევებთან, ძაღლები თითქოსდა ფლობენ რაიმე კრისტალურ ბურთს, რომლითაც არაერთ უცნაურ მოვლენას წინასწარ ამჩნევენ.

როგორც აღმოჩნდა, ძაღლებს არაერთი რამის პროგნოზირება შეუძლიათ და როგორც paradepets.com წერა, ეს უკვე მეცნიერულადაა დამტკიცებული:

  • ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ძაღლებს შეუძლიათ ადამიანებში დაავადებების პროგნოზირება. უფრო სწორად, ძაღლებს შეუძლიათ დაავადებების ამოცნობა, რადგან ისინი ცვლიან ორგანიზმის ქიმიურ შემადგენლობას.

ყნოსვის გარდა, ძაღლებს შეუძლიათ დაავადებასთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური ცვლილებების აღმოჩენა, როგორიცაა სხეულის ტემპერატურის ცვლილებები, სისხლში შაქრის დონის რყევები და ემოციური მდგომარეობის ცვლილებები.

აქ მოცემულია რამდენიმე სამედიცინო მდგომარეობა, რომელთა პროგნოზირებაც ძაღლებს შეუძლიათ:

  • დიაბეტი

ძაღლები სისხლში შაქრის დონის ცვლილებას გლუკოზის მონიტორზე ადრე პროგნოზირებენ. 2024 წლის კვლევის თანახმად, მათ შეუძლიათ ჰიპერგლიკემიასა თუ ჰიპოგლიკემიასთან დაკავშირებული სუნების, ასევე სისხლში შაქრის დონის დარღვევებთან დაკავშირებული ქცევითი ცვლილებების აღმოჩენა.

  • კიბო და კრუნჩხვები

2024 წელს კი ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ბელგიურ მალინუამ ორგანიზმის სეკრეციიდან ძუძუს კიბოს სუნის ამოცნობა შეძლო.

კვლევები აჩვენებს, რომ ძაღლებს შეუძლიათ პატრონებს კრუნჩხვების მოახლოების შესახებ აცნობონ "კრუნჩხვის დაწყებამდე 15-დან 45 წუთით ადრე“.

"ძაღლების გაწვრთნა შესაძლებელია პარკინსონის დაავადების სუნის სანდოდ ამოცნობისთვის “, - ნათქვამია 2023 წელს ჩატარებულ კვლევაში. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სათანადო გაწვრთნის შემთხვევაში, ძაღლებს შეუძლიათ პარკინსონის დაავადების პროგნოზირება სიმპტომების გამოვლენამდე წლებით ადრე.

  • ორსულობა და მშობიარობა

ძაღლებს შეუძლიათ ქალებში როგორც ორსულობის, ასევე მშობიარობის პროგნოზირება - ჰორმონები ცვლის ადამიანის ბუნებრივ სურნელს, ძაღლები კი ამას ყნოსვით გრძნობენ.

  • ადამიანური ემოციები

ადამიანის ქიმიურ შემადგენლობაში, სხეულის ენასა და სახის გამომეტყველებაში უმნიშვნელო ცვლილებების შემჩნევით, ძაღლებს შეუძლიათ განწყობის ცვალებადობისა და ემოციების შეგრძნება.

  • ბუნებრივი მოვლენები

გაძლიერებული ყნოსვის წყალობით შეუძლიათ სტიქიური უბედურებების მოახლოების შეგრძნება, ხოლო მათი გამჭრიახი სმენა საშუალებას აძლევთ მოისმინონ დედამიწის ზედაპირის ქვეშ ჩამონგრეული ქანების ხმა.

წყარო