ვინ არიან კანის მაშველები? – PSP-მ ახალი საზაფხულო კამპანია დაიწყო

ვინ არიან კანის მაშველები? – PSP-მ ახალი საზაფხულო კამპანია დაიწყო

გახსოვდეს, ქოლგა არ გიცავს, არც უსაფრთხო რუჯი არ არსებობს, ამიტომ გამოიყენე SPF. „ჩვენი კანის მაშველები“ - ასეთია PSP-ს მთავარი მესიჯი, რომელიც შეგვახსენებს მზისგან დამცავი საშუალებების მნიშვნელობას ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

საინფორმაციო კამპანია PSP-მ ზაფხულის დასაწყისში დაიწყო და სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით, მათ შორის შავი ზღვის სანაპიროზე სპეციალური აქტივობებითაც ყოველდღიურად გვიყვება მზისგან დამცავის საშუალებების გამოყენების აუცილებლობასა და მისი მოხმარების წესებზე.

სპეციალურად კამპანიის ფარგლებში მომზადებულ ვიდეორგოლებში ბათუმის სანაპიროს თანამშრომლები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები თუ PSP-ს წარმომადგენლები გვიზიარებენ რეკომენდაციებს და დამსვენებლებს მოუწოდებენ, დაიცვან თავი მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.

View this post on Instagram

A post shared by PSP Beauty (@psp_pharmacy)

რატომ უნდა გამოვიყენოთ კანის მაშველები ანუ მზისგან დამცავი საშუალებები განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში?

მზისგან დამცავი კანის მოვლის რუტინის მთავარი პროდუქტია და მისი ყოველდღიურ რეჟიმში კანის დაბერების პროცესის შენელებისა და ქრონიკული დაავადებების, მათ შორის მელანომას პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია.

დერმატოლოგები გვირჩევენ, მზისგან დამცავი საშუალებები დავიტანოთ როგორც გარეთ ყოფნისას, მათ შორის ღრუბლიან ამინდში, ისე შენობაშიც, სადაც UVA/UVB გამოსხივება მარტივად აღწევს. სანაპიროზე კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაღალფაქტორიანი მზისგან დამცავი 2 საათში ერთხელ განვიახლოთ, რადგან თუნდაც ქოლგის ქვეშ ყოფნისას მაინც ვართ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების ქვეშ. ამასთან ქოლგას მხოლოდ 3-10-ფაქტორიანი დაცვა აქვს, რა დამწვრობის თავიდან ასარიდებლად საკმარისი არ არის.

SPF-ის გამოყენება უმნიშვნელოვანესია ბავშვებშიც, რომლებიც სანაპიროზე ყოფნისას დროის ძირითად ნაწილს მზეზე ატარებენ და მათი კანი კიდევ უფრო მოწყვლადია UVA/UVB გამოსხივების მიმართ. ბავშვის კანისთვის ბრენდებს სპეციალური ხაზი აქვთ შექმნილი და SPF-ის შერჩევა მათი ასაკისა და საჭიროებების მიხედვით არის შესაძლებელი.

ქალაქში, მთაში თუ ზღვის სანაპიროზე ყოფნისას გახსოვდეთ, რომ უსაფრთხო რუჯი არ არსებობს, ამიტომ გამოიყენეთ „კანის მაშველები!“. მათ შესარჩევად კი მიჰყევით ბმულს.

R